ფილიპე კოუტინიოს დაბრუნება 259 დღის შემდეგ

ფილიპე კოუტინიოს დაბრუნება 259 დღის შემდეგ

გუშინ, "ბაიერნთან" შეხვედრაში, ფილიპე კოუტინიომ მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა.

ბრაზილიელმა მუხლის ტრავმა გასული წლის დეკემბერში, "ეიბართან" გამართულ დაპირისპირებაში (1-1) მიიღო, რის შემდეგაც თითქმის 9 თვე გაუცდა.

"ბარსას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ფილიპე გუნდს 259-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, რაც პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრია, თუმცა მთავარია, რომ 29 წლის მოთამაშე საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.

კოუტინიომ ლუკ დე იონგი შეცვალა და მოედანზე დარჩენილი 24 წუთი გაატარა, რა დროის განმავლობაშიც ცუდად არ გამოიყურებოდა და ერთხელ, კარის მიმართულებით სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ბურთი მანუელ ნოიერის კარს ასცდა. ფილიპემ 12 პასიდან ყველა ზუსტად შეასრულა და "ბლაუგრანას" მხრიდან, ერთადერთი იყო, რომელმაც კარისკენ ორჯერ დაარტყა (ერთი დარტყმა მეტოქემ დაბლოკა).

ბრაზილიელს დიდი სათამაშო დრო არ მიეცა, თანაც, გუნდი უკვე 2 ბურთით აგებდა, თუმცა მისი აქტიურობა შესამჩნევი იყო და მატჩის ბოლო მონაკვეთში "ბარსელონას" თამაშის გაუმჯობესებაში დიდი როლი ითამაშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 16 სექტემბერი 2021 15:44
    0
    ალბათ როგორ უნდოდა ბაიერნის მაისურით შემოსულიყო რო ერთი ორი გოლი ჩაეწერა აქტივში. მიეჩვიე ძმაო უკვე დროა, ბარსაში თამაშობ და ითამაშე როგორც ბარსელონას ეკადრება. თორემ აქედან წახვალ და არავის არ ენდომები ისეთ სახელს ტოვებ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 15 სექტემბერი 2021 20:16
    9
    ფანტაზია შემოიტანა თამაშში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #10 15 სექტემბერი 2021 19:45
    0
    გააგდეთ ეს ამის იმედი როგორც უნდა გქონდეთ
    წევრი [?]
    #9 15 სექტემბერი 2021 19:44
    1
    ციტატა: rivaldo80
    რავიცი ამის ათამშების მე არ მჯერა და გუშინაც არაფერი არ გაუკეთებია ხასიათების ფეხბურთელია ნახევარდაცვასლში ამას მაინც არ დაყენებს გაუშვებს მარცხნივ...ჯობია პატარებს მიეცეს დრო

    ლოლ
    ფანი [?]
    #8 15 სექტემბერი 2021 19:30
    0
    რავიცი ამის ათამშების მე არ მჯერა და გუშინაც არაფერი არ გაუკეთებია ხასიათების ფეხბურთელია ნახევარდაცვასლში ამას მაინც არ დაყენებს გაუშვებს მარცხნივ...ჯობია პატარებს მიეცეს დრო
    გულშემატკივარი [?]
    #7 15 სექტემბერი 2021 19:22
    3
    აგინეთ ლაპორტას მიდით მერე სათითაოდ რო ყველა ქებას დაუწყებს. გუნდი რო ბანკროტზე არაა რაც სავსებით რეალური იყო ლაპორტას დამსახურებაა ;)))
    ახალბედა [?]
    #6 15 სექტემბერი 2021 19:22
    1
    ამის ადგილი არის თავდამსხმელის უკან, არაა ეს არც ფლანგის ფეხბურთელი (სისწრაფე არ აქვს შესაფერისი) და არც ინიესტას შემცვლელი. ხოდა 4-3-3-ში კოუტინიოს ადგილს ვერ ვხედავ. 4-2-3-1-ში იქნება კოუტინიო იდეალური ან 4-2-2-2-ში, მაგრამ ბარსაში არცერთი ეს წყობა არც კი განიხილება.
    --------------------
    ბარსა კი არა ჩასვრაა უკვე ეს ყველაფერი.
    გულშემატკივარი [?]
    #5 15 სექტემბერი 2021 19:19
    1
    პედრის ტრამვააქვს.. დეიონგი ბუსი კოუტინიო(პუჩი) დააყენოს ახლა
    წევრი [?]
    #4 15 სექტემბერი 2021 19:14
    5
    ეს აუცილებლად იტყვის თავისსას !!! ეს და ფრენკი ბევრს გააკეთებენ აგერ ნახავთ მთავარია ათამაშოს იმ ელპიტემ ძირითადში...
    წევრი [?]
    #3 15 სექტემბერი 2021 19:09
    2
    თუ დააყენა თავგასიებულმა სწორ ადგილას იზავს რამეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 სექტემბერი 2021 19:09
    2
    პედრი აილეწა ვნახოთ ეხლა იქნებ მეტი დრო მიცეს ამასაც და პუჩსაც ერთი ბუსკეცის მინი ტრამვაც გაასწორებდა რო ფრენკი კოუ რობერო ან პუჩი ცადოს და ვნახოთ როგორ ითამაშებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 სექტემბერი 2021 19:05
    0
    ესეც დიდი ვერაფერია სანამ ტრავმას მიიღებდა მანამდეც ვერ ბრწყინავდა.. რავიცი ვნახოთ იქნებ მოუმატოს და იმის ნახევარიც რო გააკეთოს რასაც ლივერპულში აკეთებდა