ოფიციალურად: პედრი და ჟორდი ალბა ტრავმირებულნი არიან

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა - პედრიმ და ჟორდი ალბამ "ბაიერნის" წინააღმდეგ გუშინ გამართულ შეხვედრაში დაზიანებები მიიღეს.
კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, ორივე მოთამაშეს ტრავმა ბარძაყის არეში აქვს: პედრიმ მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა, ალბამ კი - მარჯვენა.
ცნობილი ჟურნალისტის, ხავი მიგელის თანახმად, გონსალესს, სულ მცირე, 2-3 კვირა გაუცდება - შესაძლოა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ის გუნდს 2 ოქტომბერს, მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში დაუბრუნდეს; რაც შეეხება ჟორდის, სავარუდოდ, იგი "ბარსას" 3-4 კვირით დააკლდება და 5 მატჩს ("გრანადასთან", "კადისთან", "ლევანტესთან", "ბენფიკასა" და "ატლეტიკოსთან") გამოტოვებს. მარცხენა მცველი, შესაძლოა, სანაკრებო პაუზის შემდეგ, 17 ოქტომბერს, "ვალენსიასთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს.
გერმანელებთან პედრიმ მოედანზე მთელი მატჩი გაატარა, ალბა კი 74-ე წუთზე ალეხანდრო ბალდემ შეცვალა, რომელსაც კატალონიურ გრანდში დებიუტი ჰქონდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]