ზედიზედ სამი საშინაო მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

ზედიზედ სამი საშინაო მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

გუშინ, "კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" სეზონის პირველი მარცხი განიცადა.

იულიან ნაგელსმანის მიერ გაწვრთნილმა "ბაიერნმა" ფავორიტის სტატუსი გაამართლა და კატალონიური გუნდი დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. ეს იყო ზედიზედ მესამე მატჩი შინ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც "ბარსამ" წააგო, თანაც, სამბურთიანი სხვაობით. აქამდე, ევროტურნირებზე "ბლაუგრანას" ზედიზედ სამი საშინაო თამაში წაგებული არ ჰქონდა.

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, "კამპ ნოუს" კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსი" ეწვია. იტალიელებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად სამბურთიანი ან შედეგიანი ორბურთიანი (1-3, 2-4 და ა.შ.) სხვაობით მოგება სჭირდებოდათ. პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა, ერთიც ვესტონ მაკკენიმ გაიტანა, "ბარსამ" ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა, ამ ყველაფერმა კი მეორე მძიმე წაგებამდე მიგვიყვანა.

ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით, 1/8-ფინალში "ბარსელონა" პსჟ-ს შეხვდა. პირველ მატჩში, რომელიც კატალონიაში გაიმართა, ანგარიში ლეო მესიმ გახსნა, მან თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, თუმცა საპასუხოდ პარიზელებმა 4 გოლი გაიტანეს (კილიან მბაპე (3), მოიზე კინი) და საპასუხო მატჩის წინ, ინტრიგა, ფაქტობრივად, მოკლეს.

3 ძალიან მძიმე მარცხი, 1 გატანილი და 10 გაშვებული გოლი. ამ წაგებებით "ბარსელონამ" არაერთი ანტირეკორდი დაამყარა. 2013-2020 წლებში, ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" დამარცხება ვერავინ შეძლო - 34 მოგება და 4 ფრე. ასეთი წარმატებული სერია კი ზედიზედ სამი უმძიმესი საშიანო წაგებით დასრულდა.

"კამპ ნოუზე" ჩემპიონთა ლიგა 20 ოქტომბერს, კიევის "დინამოს" სტუმრობით დაბრუნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #19 15 სექტემბერი 2021 23:34
    0
    აუ რა ბლაყვები ხართ რაა...

    არ იცით ბარსაში რა ხდება? გაგებაში არ ხართ ფეხბურთის!
    2-3 წელი კიდევ უნდა რომ ბარსა ჩამოყალიბდეს!
    თაობათა ცვლაზე რამე თუ გაგიგიათ?
    ფანი [?]
    #18 15 სექტემბერი 2021 14:56
    3
    ციტატა: rivaldo80
    წარმოიდგინეთ რეალს სახლში ესე რომ წაეგო პერესი იმდღესვე გაუშვებდა კუმანს რა დავაშავეთ ესეთი რომ ნორმალური მწვრთნელი არ გვაღირსეს არ იმსახურებს ეს გუნდი ასეთ სირცხვილს

    პერესი კუმანის ნაირ მწვრთნელს არასდროს მოიყვანდა
    ფანი [?]
    #17 15 სექტემბერი 2021 14:04
    0
    არაფერი სასწაული არ მომხდარა,სასწაული ის იყო რომ ბარსა 10-12 წელი მსოფლიოს ფეხბურთის მწვერვალზე იყო, რომ იტყვიან ყველა ვარსკლავი ერთად ამოვიდა, საერთოდ თუ გადახედავთ მსოფლიო ფეხბურთს ასეთ დონეს გუნდები ორი სამი წელი დაღმასვლა იწყება, ბარათის მაგიერ რომ სხვა პრეზიდენტი ყოფილიყო შეიძლება ,უფრო მომზადებული შეხვდებოდით დაღმასვლა, ახლა ხომ მიხვდით რატო წავიდა ლეო.
    მე ვფიქრობ მაგარი ახალგაზრდები გვყავს,მომოვალ წელს თუ ჰოლანდის და ოლმოს დავიმატებთ ისევე წავალთ მწვერვალისკენ. დღეს მეტი არ შეგვიძლია მადლობა ბიჭებს! ვისკა ბარსა!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 15 სექტემბერი 2021 13:39
    7
    ციტატა: mesi_10
    რამე ანტი რეკორდი დარჩა რაც ბარსას ჯერ არ დაუმთავრებია?

    ჯგუფში ჩარჩენა ალბათ და მაგას უმიზნებს კუმანი რო ისტორიაში შევიდეს როგორც მწვრთნელი რომელმაც ჯგუფში ჩატოვა ბარსა აბა ისე არავის ემახსოვრება მისი სამწვრთნელო კარიერა
    ფანი [?]
    #15 15 სექტემბერი 2021 13:39
    4
    წარმოიდგინეთ რეალს სახლში ესე რომ წაეგო პერესი იმდღესვე გაუშვებდა კუმანს რა დავაშავეთ ესეთი რომ ნორმალური მწვრთნელი არ გვაღირსეს არ იმსახურებს ეს გუნდი ასეთ სირცხვილს
    Culé [?]
    #14 15 სექტემბერი 2021 13:36
    1
    რამე ანტი რეკორდი დარჩა რაც ბარსას ჯერ არ დაუმთავრებია?
    ახალბედა [?]
    #13 15 სექტემბერი 2021 13:30
    4
    ჯგუფში თუ არ ჩავრჩით ასეთი თამაშით უდიდესი მიღწევა იქნება, მერე როგორც ყოველთვის ვიღაც გაგვლახავს მაქსიმუმ მერვედფინალში და გადავერთვებით მთელი "ძალებით" ლა ლიგაზე.
    --------------------
    ბარსა კი არა ჩასვრაა უკვე ეს ყველაფერი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 15 სექტემბერი 2021 13:29
    3
    ციტატა: cezo45
    ბაიერნთან 3 თამასში გაშვებული 11 გოლი და გატანილი მხოლოდ 2 ეს უკვე კატასტროფაა..
    იმ დაცვას რა ვუთხარ ამდენ გოლს რო გაუშვებს მარტო ერთი გუნდისგან და იმ შემტევებსაც 2 გოლზე მეტი რო ვერ გააქვთ.. მესის ფაქტორიც არაფერ შუაშია გვყავდა მესი მარა 8-2 გვათრიეს მოედანზე.. ფიზიკურად დაგვჯაბნეს ჩვენზე ძლიერები არიან ფიზიკურად ბარსას ერთი არაუხო ყავს ცოტა ჯანზე მოსული თორე დანარჩენი 0

    სუ მაგას ვამობ მეც რო ამ ფარფატა პეპელა სასტავით არაფერი აღარ გამოდის არადა ამდროს სავსეა გუნდი მაგნაირებით პედრი პუჩი გავი ნიკო დემირი. ერთი მორიბა იყო ჯანიანი მარა რათ გინხა ნახევარ მილიონზე ეკაჩავნენ ტიპები და გაუშვეს
    ფანი [?]
    #11 15 სექტემბერი 2021 13:25
    2
    ციტატა: me da barca
    პერესი კუმანს კაი ხნის წინ დასვამდა ლაფათქაზე.

    არავინ არ ისურვა მოსვლა, ვერ იპოვა კანდიდატი თორე კუმანი არ იქნებოდა ახლა ბარსას სათავეში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 15 სექტემბერი 2021 13:25
    1
    მე ყველაზე ძალიან რა მაკვირვებს იცით? ის რო ფეხბურთელებს ან სირბილი ეზარებათ ან არ შეუძლიათ გასაგებია. ტექნიკითაც თითქოს ძალიან არ ჩამორჩებიან მოწინააღმდეგეს. მაგრამ ეს პასების სიზუსტე სად წავიდა? ალბა ხო პოულობდა მესის(თუ პირიქით ეგეც საკითხავია) მაგრამ კარში დასარტყმელ პოზიციაზე ხო გაყავდა, ეხლა რა მოუვიდა. დაავიწყდა?
    და კიდევ უფრო საკვირველი: ეს ჩვენი დარტყმული მცველს რო ხვდება(გუშინ ბუსკეტმა კარგად დაარტყა) სულ კარის საწინააღმდეგო მხარეს რო მიდის, მეტოქის დარტყმული რიკოშეტი, ჩვენ მცველებზე ასხლეტის შემდეგ ზუსტად კარში, როგორ ხვდება მუდამ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 15 სექტემბერი 2021 13:20
    4
    პერესი კუმანს კაი ხნის წინ დასვამდა ლაფათქაზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 სექტემბერი 2021 13:12
    1
    ბაიერნთან 3 თამასში გაშვებული 11 გოლი და გატანილი მხოლოდ 2 ეს უკვე კატასტროფაა..
    იმ დაცვას რა ვუთხარ ამდენ გოლს რო გაუშვებს მარტო ერთი გუნდისგან და იმ შემტევებსაც 2 გოლზე მეტი რო ვერ გააქვთ.. მესის ფაქტორიც არაფერ შუაშია გვყავდა მესი მარა 8-2 გვათრიეს მოედანზე.. ფიზიკურად დაგვჯაბნეს ჩვენზე ძლიერები არიან ფიზიკურად ბარსას ერთი არაუხო ყავს ცოტა ჯანზე მოსული თორე დანარჩენი 0
    წევრი [?]
    #7 15 სექტემბერი 2021 13:00
    0
    კუმანი დიდი მწვრთნელი არ არის ფაქტია...
    მაგრამ ფეხბურთელები პასებს რომ ვერ იძლევიან ზუსტად და სირბილი არ შეუძლიათ ეგ ვისი ბრალია?
    3-4 ჯანიანი აფრიკელი გვინდა სასწრაფოდ, ცოტა ბურთსაც რომ დაიჭერენ ფეხში.
    კუმანს თავისი ცოდვები არ აკლია, მაგრამ კლუბში როგორი ფეხბურთელები გვყავს და ლაზარეთი რომ შემტევებით სავსეა მანდ კუმანის ბრალი ყველაზე ნაკლებია
    Culé [?]
    #6 15 სექტემბერი 2021 12:50
    1
    არც ამ მარცხის მერე არ გაუშვებს კუმანს ლაპორტა,ხომ თქვა თავისი პირით ნდობას ვუცხადებო,ასე რომ მაგის იმედი არ უნდა გვქონდეს.არადა აღარ შემიძლია ისევე როგორც ყველას ამდენი მარცხის ყურება, ასეთ დონეზე დაშვებული ბარსელონას ყურება,ასე იქნება კარგა ხანს და არაფერი შეიცვლება პრეზიდენტის ხელში რომელმაც გაუშვა მესი,გრიზმანი, გააკეთა საუკუნის ტრანსფერები გარსიას აგუეროს და ლუკ დე იონგის სახით და უფრო მეტიც ფიქრობს რომ თავდასხმა და დაცვა გააძლიერა ამით, სავარაუდოდ არც ჰოლანდის მომყვანი არ არის როგორც ამბობდა და ლამის ვენებს იჭრიდა მოვიყვან აუცილებლადო,არც მწრვთნელის შეცვლას განიხილავს რომელსაც ტაქტიკის არაფერი გაეგება და კიდევ დიდხანს მოგვიწევს კუმანის გაწრთვნილი ბარსელონას ყურება და გუნდის მარცხის ატანა,ან მოიყვანს და ან არა ხავის, იქნებ მართლა ჯობდა ამის პრეზიდენტობას ფონტს დაეკავებინა პრეზიდენტის პოსტი.
    Culé [?]
    #5 15 სექტემბერი 2021 12:45
    2
    გააგდეთ სასწრაფოდ კუმანი სანამ რამე ღირებული დარჩა კლუბში, ტიპმა ყველა ანტირეკორდი გააუმჯობესა და ყველა საამაყო მიღწევაში ჩააჯვა. ახალგაზრდებსაც აჩვევენ უკვე ჩმორის მენტალიტეტს. გასაგებია რომ ძალაინ უსუსური შემადგენლობა გვყავს, მარა ბარსელონა იყო და საკუთარ მოედანზე წასაგებად გახვიდე ეგ უკვე არნახული სიჩმორეა.
    ფანი [?]
    #4 15 სექტემბერი 2021 12:36
    1
    ანუ რავი მემგონი ბუსკეცი ალბა რობერტო პიკე უნდა ხვდებოდნენ რო უკვე ადგილს იკავებენ, თან კაპიტნები რო არიან ორთოხვე. ალბა მითუმეტეს. არაფერია მისგან დარჩენილი აქამდეც პასი მესიზე და ვსო. ბუსი სტილიდან გამომდინარე და ამას პლიუს ასაკი უნელესი გახდა. პიკე ნელნელა ხვდება ამათგან განსხვავებით რო მისი დრო იწურება და ეს თქვა კიდეც. რობერტოს რაც შეეხება 30 მილიონად რო გაიყიდოს ამაზე უკეთესი არაფერი იქნება. მარა რადგნდა ტიპებს ჯერ ხელფასის შემცირებას ეხვეწებიან. მომავალ წელს დიდი წმენდაა საჭირო, ოღონდ მესი დაა სუარესით კი არ უნდა დაეწყოთ. ლენგლედან დაწყებული ზემოთ აღნიშნულები უნდა წავიდნენ, წავიდნენ სანამ სიყვარული სიძულვილად იქცა. რო ვხედავ უკვე მეზიზღებიან.
    გულშემატკივარი [?]
    #3 15 სექტემბერი 2021 12:29
    4
    ამ გუნდს სჭირდება კლოპი აიი დააკვდება ასეთ ბარსას და ეგრევე სულს ჩაბერავს მაგრამ სადაა.
    ფანი [?]
    #2 15 სექტემბერი 2021 12:01
    1
    ციტატა: iniesta
    კუმანს თუ არ გავუშვებთ და ვინმე ახალგაზრდა ანთებულ ტიპს რომელსაც ხედვები აქ და ამბიციები არ მოვიყვანთ აზრი არ აქ
    გვარდიოლა ტენ ჰააგი ლუის ენრიკეც ვეღარ გვიშველის გვინდა ვინმე სხვა ხავის ნაირი რომელიც საერთოდ ახალს შემოგვთავაზებს და აათამაშებს გუნდს

    როგორც ვალვერდე გაუშვეს მოსულიყო ხავი ჯობდა, ახალგაზრდებს მაინც მოხოდავდა ბოლო-ბოლო. ზამთარშივე მოსაყვანია ხავი.
    წევრი [?]
    #1 15 სექტემბერი 2021 11:58
    1
    კუმანს თუ არ გავუშვებთ და ვინმე ახალგაზრდა ანთებულ ტიპს რომელსაც ხედვები აქ და ამბიციები არ მოვიყვანთ აზრი არ აქ
    გვარდიოლა ტენ ჰააგი ლუის ენრიკეც ვეღარ გვიშველის გვინდა ვინმე სხვა ხავის ნაირი რომელიც საერთოდ ახალს შემოგვთავაზებს და აათამაშებს გუნდს