ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 15 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 15 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

15 სექტემბერს "ბარსელონამ" 10 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1940 წელი

"ლეს კორტსზე" გამართულ ამხანაგურ მატჩში "ბარსელონამ" "რეალი" 5-4 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ვამ (2), ვერგარამ, ვალემ და ბრავომ გაიტანეს.

1945 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ნარსის მარტი ფილოსია. 1966-1975 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 118 თამაში ჩატარა და 24 გოლი გაიტანა. ფილოსიამ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1951 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნიდერლანდელი ნახევარმცველი იოჰან ნეესკენსი. 1974-1981 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 183 თამაში ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. ნეესკენსმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო. 2006-2008 წლებში იოჰანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ფრანკ რაიკარდის თანაშემწე იყო.

1954 წელი

"ბარსელონასა" და "რეალს" შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში კლუბებს ალფრედო დი სტეფანო უნდა "გაეყოთ".

1974 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი სერბი თავდამსხმელი დრაგან ჩირიჩი. 1997-1999 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 42 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ჩირიჩმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთს თასი მოიგო.

1978 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ისლანდიელი თავდამსხმელი ეიდურ გუდიონსენი. 2006-2009 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 114 თამაში ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. გუდიონსენმა კატალონიურ გუნდში 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1982 წელი

თასების მფლობელთა თასზე "ბარსელონამ" ლიმასოლის "აპოლონი" 8-0 გაანადგურა. გოლები მარადონამ (3), შუსტერმა (2), ალეშანკომ, ურბანომ და მუნიოსმა გაიტანეს.

1991 წელი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ლუის მირო.

1996 წელი

"რასინგთან" 1-1 თამაშით "ნუევო სარდინეროზე" "ბარსელონას" მოუგებელი სერია 14 წლამდე გაიზარდა.

2014 წელი

"ბარსელონას" საწვრთნელი ბაზის მთავარ სავარჯიშო მოედანს ტიტო ვილანოვას სახელი ეწოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 სექტემბერი 2021 13:33
    0
    1954 წელი
    "ბარსელონასა" და "რეალს" შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში კლუბებს ალფრედო დი სტეფანო უნდა "გაეყოთ".
    არადა ბარსელონაში სათამაშოდ ჩამოვიდა. მადრიდმა კი არ დაარეგისტრირა რაღაც ემიგრაციული დარღვევები "აღმოუჩინა" და თვითონ რეალს გაუფორმეს. 4 წელი ზღაპარია, როგორც ოცნება, მთელი კარიერა რეალში გაატარა. და სწორედ მაშიმ მოიგო რეალმა ლიგა ზედიზედ 5-ჯერ.