იულიან ნაგელსმანი: ასეთი გამარჯვებები მოგონებებში რჩება

იულიან ნაგელსმანი: ასეთი გამარჯვებები მოგონებებში რჩება

მიუხნენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი, "ბარსელონასთან" მოგებულ მატჩს აფასებს.

"რეკორდმაისტერმა" ჩემპიონთა ლიგის გახსნით შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკისა და თომას მიულერის გოლების წყალობით, "კამპ ნოუზე" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

"ბარსას" დამარცხებითა და ჩემპიონთა ლიგის კარგი სტარტით ბედნიერი ვარ, მაგრამ იდეალურად არ გვითამაშია. გარკვეულ ასპექტებში უკეთ თამაში შეგვეძლო.

ასეთი გამარჯვებები მოგონებებში რჩება და არასდროს გავიწყდება. ბედნიერი ვარ, მაგრამ მატჩს კიდევ ერთხელ უნდა ვუყურო და ყურადღებით გავაანალიზო, ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდე, უკეთ თამაში შეგვეძლო.

პირველი წუთების შემდეგ, როდესაც "ბარსელონას" ტაქტიკა დავინახეთ, რაღაცები შევცვალეთ და ნელ-ნელა იმაზე მეტი მომენტის შექმნა დავიწყეთ, ვიდრე დასაწყისში გვქონდა. ბურთი კარგად გვეჭირა და დაცვაშიც ძალიან კარგად ვითამაშეთ.

კითხვაზე, იყო თუ არა ლეო მესის გარეშე დარჩენილი "ბარსას" დამარცხება უფრო იოლი, გერმანელი პასუხობს:

აქამდეც ვთქვი, რომ მესის გარეშე "ბარსელონა" არის არა უარესი ან უკეთესი, არამედ განსხვავებული გუნდი. "ბარსას" კვლავ ექსტრაორდინალური გუნდი ჰყავს.

ასევე, შეხვედრა შეაფასა კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმაც, რონალდ კუმანმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #13 15 სექტემბერი 2021 23:36
    0
    უიიი თინეიჯერებს მოუგეეთ? როგორ მოახერხეთ?
    გილოცავთ!
    ეს სენსაციური გამარჯვება საუკეთესო ყოფილიყოს თქვენს მოგონებებში!
    Culé [?]
    #12 15 სექტემბერი 2021 15:04
    0
    მე რომ ვიყო კუმანის ადგილზე სინდის ნამუსი მეყოფობოდა და ამდენი მარცხისა და წარუმატებლობის მერე მწვრთნელის პოსტს დავტოვებდი.
    წევრი [?]
    #11 15 სექტემბერი 2021 13:51
    0
    მოკლედ ლალიგაზე უნდა იყოს ეს სასტავი: შტეგენი,დესტი პიკე,უმტიტი,ბალდე,ბუსკე,დეიონგი,კოუტინიო,რიკი,მემფისი,ლუკი
    და აი მანდ გამოჩნდება რისი მაქნისია ბარსა წელს....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 15 სექტემბერი 2021 13:42
    1
    რაც არ უნდა საწყენი იყოს ეს წაგება, სიმართლე ისაა, რომ 2013-ში ბაიერნმა ბევრად ძლიერად ითამაშა და ის 3-0 და 4-0 უფრო მკაფიო იყო ვიდრე გუშინდელი. მაგალითად ბუსკეცმა გუშინ მშვენივრად დაარტყ რასაც თითქმის არ აკეთებს და ისე ჩანდა ბურთი კარში მიდიოდა, მცველმა ფეხი დაუხვედრა და კუთხურზე გავიდა. აი იმათი ყველა გოლი რიკოშეტებით გავიდა, ერთი გარსიას უკანალით, ორი ძელიდან უკან ასხლეტილები. აი რატომ ასეთი უსამართლობა თორემ ეს თამაში რო უნდა წაგვეგო, გუშინ კი არა კენჭისყრის დროს მივხვდით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 15 სექტემბერი 2021 13:11
    2
    "პირველი წუთების შემდეგ, როდესაც "ბარსელონას" ტაქტიკა დავინახეთ, რაღაცები შევცვალეთ და ნელ-ნელა იმაზე მეტი მომენტის შექმნა დავიწყეთ, ვიდრე დასაწყისში გვქონდა."
    ზუსტად ასე მოიქცეოდა კუმანიც, მაგრამ მეტოქის ტაქტიკას 90-ე წუთზეც ვერ ხედავს.
    წევრი [?]
    #8 15 სექტემბერი 2021 12:16
    2
    მოკლედ,გუნდიდან გასაშვებია კუმანი,რობერტო,ალბა,ლენგლე,ბუსკე,დემბელე და ამათ მაგიერ მოსაყვანია ვინმე ნორმალურები და მწვრთნელი ისეთი ვინც მიხვდება ბოლო ბოლო რომ კოუტინიო სკამზე არ უნდა გეჯდეს როცა მესი ფუნდში აღარ გყავს და გრიზმანს ყიდი,კოუტინიოა და ქლა რო ინვალიდი იყოს ასი თავით მაღლა დგას პედრიზეც და აი ყველა ახალგაზრდაზე ვინც გუშინ გამოუშვა (ახალგაზრდებზე პრეტენზია არ მაქვს მაგრამ არის თამაშწბი როცა მათთვის შანსის მიცემა შეიძლება)დააკვდნენ ყველა ამ პედრის გეგონება რონალდინიო იყოს,იმასაც ჰგონია რო ვარო და აგერ ბატონო,რას აკეთებს?არაფერს,დარბის და იმის ძალაც აღარ აქვს რო პასი გააკეთოს,ამ ანსუ ფატიზე კიდე არ ვიცი რა აქვთ ასეთი დიდი იმედები მე მაგის ვაუ თამაში არ მინახავს და ტიპს 10 ნომერი აჯახეს მარტო მაგაზე ფიქრი დაადებილებს მაგ ბიჭს რო 10 ნომერი აქვს.....მოკლედ ბარსა კუს დაემსგავსა მარათონში და ძალიან უკანაა
    წევრი [?]
    #7 15 სექტემბერი 2021 11:54
    1
    აი რაარი მწვრთნელი პირველი წუთების შემდეგ, როდესაც "ბარსელონას" ტაქტიკა დავინახეთ, რაღაცები შევცვალეთ და ნელ-ნელა იმაზე მეტი მომენტის შექმნა დავიწყეთ, ვიდრე დასაწყისში გვქონდა.
    კუმანი გამოდის და ამბობს ჩემით აქვს ბარსას მომავალიო და ძირითადში ლუკ დე იონგს აყენებს.5 მცველით თამაშობს და კარში ერთხელ ვერ ვურტყამთ.
    ეს დეპაი კიდე მაგარი ფაფხურაა რამდენჯერ დაკარგა ბურთი უაზრო მომენტებში ცდილობს სულ ტექნიკურად ბურთის მიღებას ბრაკი ნეიმარია და დე იონგს ბევჯერ დაუგვიანა წინ პასი თორე შეიძლებოდა მომენტების შექმნა და ზოგადად პირველ ტაიმში ბევრჯერ დააგვიანეს პასი და მეორეში არც გადავსულვართ იმათ ნახევარზე ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით.
    ფანი [?]
    #6 15 სექტემბერი 2021 11:49
    5
    პედრიზე მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა ეგ ბავშვი არასწორად ვიათარდება და ვისიბრალიცაა ეს მიხვდებით ალბათ
    18 წლის ბავშვს გარანტირებული არ უნდა ქონდეს ძირითადი
    და მერე კიდე ძაანნმგონია რო ლუჩო უფრო კარგად იყენებს პედრის ვიდრე კუპატა
    ფანი [?]
    #5 15 სექტემბერი 2021 11:41
    3
    ციტატა: basa7
    უნდა მოგვეყვანა ნაგელსმანი მოვიყვანეთ კუმანი, უნდა მოგვეყვანა უპამეკანო მოვიყვანეთ გარსია, უნდა მოგვეყვანა შემტევი ნახევარმცველი , თუნდაც აუარი, მივაპიჭინდით ყველას შემტევის გარდა. და ასე შემდეგ და ა ბატონო

    იყო ხო ბაზარი ნაგესლმანზე როგორც მახსოვს? მგონი ლაპორტას უნდაო სტატია დაიწერა. პროსტა თვითონ არ მოინდომებდა ეგ კაცი, ბაიერნში იასნია მეტი პერსპექტივაა დღესდღეობით. ისეთი იმიჯი აქვს ამ გუნდს ვისაც თვალში წყალი არ უდგა არც მოდის არავინ.
    Culé [?]
    #4 15 სექტემბერი 2021 11:38
    8
    უნდა მოგვეყვანა ნაგელსმანი მოვიყვანეთ კუმანი, უნდა მოგვეყვანა უპამეკანო მოვიყვანეთ გარსია, უნდა მოგვეყვანა შემტევი ნახევარმცველი , თუნდაც აუარი, მივაპიჭინდით ყველას შემტევის გარდა. და ასე შემდეგ და ა ბატონო
    ფანი [?]
    #3 15 სექტემბერი 2021 11:21
    7
    ცუდ დროს გვხდებიან სულ. ჯერ ტიტოს გუნდი იყო, მერე სეტიენიეს და ახა პიჟონი კუმანის. როცა პეპიე ბარსა და ლუჩოსი იყო კი ვაყლაპეთ ორივეჯრ საკაიფოდ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 სექტემბერი 2021 11:17
    7
    ეს რო ოძახის იდეალირად არ გვითამაშია და გარკვეულ ასპექტებში შეცდომა გვქონდაოო, მაშინ ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ ? laughing
    ფანი [?]
    #1 15 სექტემბერი 2021 11:12
    3
    შენ შეგცა ეშმაკმა
    რა უნდათ ამ გერმანელებს 😂😂