ბარსელონას ახალგაზრდებმა ბაიერნი მარტივად დაამარცხეს

ბარსელონას ახალგაზრდებმა ბაიერნი მარტივად დაამარცხეს

როგორც "ბაიერნთან" დღეს გასამართი შეხვედრის მატჩისწინა მიმოხილვაში ვახსენეთ, "ბარსელონას" წინ ნათელი მომავალი ელის, რისი მიზეზიც ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. ეს რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა.

ლიდერების გარეშე მოთამაშე "ბარსელონას" 19 წლამდელთა გუნდმა მიუნხენის "ბაიერნი" UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე მარტივად დაამარცხა. კატალონიელები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ და ეს უპირატესობა 2 გოლში გარდასახეს, თუმცა მეტის გატანაც მართებდათ. პირველი გოლი, რომელიც ფაბიან ლუსიმ გაიტანა, "ბაიერნის" მეკარის სინდისზეა, მაგრამ საერთო ჯამში მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გერმანელები გოლისგან არაერთხელ იხსნა.

დანაკლისი ვახსენეთ - დღეს გუნდს ლიდერები გავი, ნიკო და ბალდე ვერ ეხმარებოდნენ. ისინი რონალდ კუმანმა პირველ გუნდში გამოიძახა. ასაკით 19 წლამდელებში თამაში ეკუთვნით პედრის, ანსუ ფატისა და იუსუფ დემირს. ნათელია, რომ ამ ასაკის ფეხბურთელებში "ბარსას" ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს.

ბარსელონა-ბაიერნი 2-0 (1-0)

ბარსელონა (4-3-3): რაფუსი, ხუანოლა, კასასი, რიადი, სოლა, კასადო, გარიდო (ეპერტე 76), ჩუს ალბა (გომესი 90+1), გაილანი (ფორტუნი 57), ლუსი (მორენო 57), აკმოაჩი (ამენგუალი 76)

გოლები: 1-0 ლუსი 24, 2-0 კასასი 64

გაძევება: ნეზირი 51

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 20-9, ზუსტი დარტყმა: 8-3, კუთხური: 8-5, სეივი: 3-6, გაძევება: 0-1

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 სექტემბერი 2021 14:56
    0
    მერე ვერ თქვა კუმანმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, კი წავაგეთ მარა ზატო ახალგაზრდები გვეზრდებიან ისეთები კაცს რო გაგეხარდებაო, ცოტაც გვაცალეთ ბატონო წამოიზრდებიან და ამოგვიდგებიან გვერდშიო.
    Culé [?]
    #2 15 სექტემბერი 2021 03:12
    0
    საღოლ მერაბ კოსტავას გამზირზე
    --------------------
    ARTHUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 სექტემბერი 2021 20:26
    2
    მთლად მარტივადო ვერ იტყვი. 10 კაცით დარჩნენ, პირველი გოლი გვაჩუქეს, თუმცა მაინცდამაინც ვერაფერს ქმნიდნენ გერმანელები. მეტის გატანაც შეიძლებოდა.