1991/92 წლებიდან მოყოლებული, ბარსას ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში არ წაუგია

1991/92 წლებიდან მოყოლებული, ბარსას ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში არ წაუგია

დღეს ჩემპიონთა ლიგა იწყება - კატალონიის "ბარსელონა" კი პირველ შეხვედრას მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართავს.

Sport-ის ინფორმაციით, 1991/92 წლების სეზონიდან მოყოლებული, "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში 16-ჯერ ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 15 შეხვედრა მოიგეს, 1 კი ფრედ დაასრულეს.

წყაროს ცნობით, ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც "ბლაუგრანამ" ვერ იმარჯვა, 2011/12 წლებში, "მილანთან" მატჩში დაფიქსირდა - ხსენებული დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით, 2-2 დასრულდა.

იხილეთ სრულად:

1. 1991/92: "ბარსელონა" 3-2 პრაღის "სპარტა"

2. 1994/95: "ბარსელონა" 2-1 "გალათასარაი"

3. 2000/01: "ბარსელონა" 4-0 "ლიდსი"

4. 2002/03: "ბარსელონა" 3-2 "ბრიუგე"

5. 2006/07: "ბარსელონა" 5-0 სოფიას "ლევსკი"

6. 2007/08: "ბარსელონა" 3-0 "ლიონი"

7. 2008/09: "ბარსელონა" 3-1 "სპორტინგი"

8. 2010/2011: "ბარსელონა" 5-1 "პანათინაიკოსი"

9. 2011/12: "ბარსელონა" 2-2 "მილანი"

10. 2012/13: "ბარსელონა" 3-2 მოსკოვის "სპარტაკი"

11. 2013/14: "ბარსელონა" 4-0 "აიაქსი"

12. 2014/15: "ბარსელონა" 1-0 "აპოელი"

13. 2016/17: "ბარსელონა" 7-0 "სელტიკი"

14. 2017/18: "ბარსელონა" 3-0 "იუვენტუსი"

15. 2018/19: "ბარსელონა" 4-0 პსვ

16. 2020/21: "ბარსელონა" 5-1 "ფერენცვაროში"

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 14 სექტემბერი 2021 19:28
    1
    ციტატა: me da barca
    X ფრე ორივესთვის მისაღებია. ბაიერნი მაინც პირველზე გავა და რატომ უნდა მოიკლას თავი.

    ჰკითხე ეხლა ნაგელსმანს. აწყობს ფრე?!
    ან არის ბავარია ის გუნდი, რომ ტრადიციულ კონკურენტს ასე გაუგოროს წყნარი 1:1 ?!?!?!?!?!?!?!?! barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 14 სექტემბერი 2021 19:00
    0
    X ფრე ორივესთვის მისაღებია. ბაიერნი მაინც პირველზე გავა და რატომ უნდა მოიკლას თავი.
    ახალბედა [?]
    #9 14 სექტემბერი 2021 18:41
    1
    ციტატა: Albicelecte
    "დიდი ანგარიშით" რამდენწლიანი სტატისტიკაა?!?!?!?!
    მაგიტომ აყენებს 5 მცველს, რომ ძალიან არ შერცხვეს და არ ამოაპანჩურონ barca-6

    Იმდენად სუსტია კუილა რო
    აᲠ უშველის 5კი არა 6 მცვეი
    Culé [?]
    #8 14 სექტემბერი 2021 17:56
    0
    "დიდი ანგარიშით" რამდენწლიანი სტატისტიკაა?!?!?!?!
    მაგიტომ აყენებს 5 მცველს, რომ ძალიან არ შერცხვეს და არ ამოაპანჩურონ barca-6
    ფანი [?]
    #7 14 სექტემბერი 2021 17:41
    1
    უყვარს კუპატას რეკორდების დარღვევა მაგალითად 7 წელი ლიგაზე არ გვქონდა კამპ ნოუზე წანაგები და წავაგეთ კიდე ჩოლოს არ ქონდა მონაგები ლალიგაში ბარსასთვის და წავაგეთ დღესაც ალბათ წავაგებთ დიდი ალბათობით
    Culé [?]
    #6 14 სექტემბერი 2021 17:23
    1
    ბაიერნს კი 17 წელია პირველი მატჩი არ წაუგია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. კუმანმა იმდენი სასიამოვნო სტატისტიკა გაგვუფუჭა არც ამაზე ინაღვლებს ბევრს.
    ფანი [?]
    #5 14 სექტემბერი 2021 17:20
    2
    კუმანს უყვარს ტრადიციების დარღვევა და ანტირეკორდების დამყარება
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #4 14 სექტემბერი 2021 17:08
    2
    დღესაც დაირღვევა ეგ ტრადიცია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 სექტემბერი 2021 17:01
    1
    იქ პატომ პირველივე წუთზე გაგვიტანა. მერე კი თამაშის ბოლოს როცა 2-1 ვიგებდით, კუთხურიდან გაგვიტანეს დამატებულ წუთებზე. დღესავით დამამხსოვრდა ეს თამაში რატომღაც. ალბათ პატოს მოულოდნელი გაქცევის გამო, ლამაზად გაიქცა და ლამაზად გაიტანა.
    ახალბედა [?]
    #2 14 სექტემბერი 2021 16:47
    1
    Ამ შენადგბლობით და მწვრთნელით ჩვენ თუ ბავარიას ვძლიეთ ესეიგივ მთლად არ წაუღივართ წალს. sunglasses
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 სექტემბერი 2021 16:40
    2
    იმედია არც დღეს წავაგებთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued