როურესი: არსებობს ჩანაწერები, სადაც პერესი ლაპორტასა და ჩემზე საუბრობს

როურესი: არსებობს ჩანაწერები, სადაც პერესი ლაპორტასა და ჩემზე საუბრობს

ჟოან ლაპორტას ყოფილმა გარანტორმა და Mediapro-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟაუმე როურესმა, ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლის გარდა სხვა საკითხებზეც ისაუბრა. ერთ-ერთი მათგანი "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც პერესის საუბრებია. ფლორენტინო "რეალის" არაერთ წარმომადგენელს ცუდად მოიხსენიებს. როურესი კი აცხადებს, რომ ჩაწერილია პერესის საუბრები, სადაც ის ლაპორტასა და თავად როურესზე ლაპარაკობს.

არსებობს ჩანაწერები ჩემზე და ლაპორტაზეც. მათი ნაწილი მოსმენილი მაქვს და იმედია, ეს ჩანაწერები გამოქვეყნდება.

აცხადებს როურესი გადაცემა La Sotana-ში და მასსა და პერესს შორის არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით მინიშნებას აკეთებს:

უკვე წლებია, ფლორენტინოსთან საქმე აღარ მაკავშირებს.

როურესი თავის პოზიციას სუპერ ლიგასთან დაკავშირებითაც აფიქსირებს:

მე ამ პროექტის წინააღმდეგი ვარ. სპორტში ასეთი რამ შეცდომაა და ის საერთოდ არაფერზე არაა დაფუძნებული. არ მესმის, რატომ უჭერს ლაპორტა ამ პროექტს მხარს. ამ ტურნირის დასაწყებად შემოსავალია საჭირო, ახლა კი კლუბს მხოლოდ კრედიტი აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 სექტემბერი 2021 03:16
    0
    მიაღწევენ რაღაცას
    --------------------
    THUGS
    [?]
    #2 14 სექტემბერი 2021 18:15
    0
    ალბათ პერესი ამბობს რა კაი მონა მყავსო, ბართოც კაი იყოო მარა ეს ჯობიაო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 სექტემბერი 2021 15:35
    0
    მერე დაფინანსე შე ჩემა, ადრე თუ ეხმარებოდი ეხლა რა მოხდა. ხო დაბრუნდა ლაპორტა.