ტომას მიულერი ბარსასთვის ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე საშიში მეტოქეა

ტომას მიულერი ბარსასთვის ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე საშიში მეტოქეა

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევს, ტომას მიულერს "ბარსელონას" კარში გატანა ძალიან უყვარს. 32 წლის ფეხბურთელს კატალონიური გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ 5 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. ჩემპიონთა ლიგაზე კი "ბარსას" კარის ბადე ამდენჯერ არავის შეურხევია. თავის მხრივ, ხსენებულ ტურნირზე გერმანელის საყვარელი მეტოქე სწორედ "ბარსელონაა.

2012/13 წლების სეზონის ნახევარფინალში მიულერმა "ბლაუგრანას" წინააღმდეგ თავი სამჯერ გამოიჩინა. "ალიანც არენაზე" გამართულ პირველ მატჩში ტომასმა დუბლი შეასრულა - ეს შეხვედრა "რეკორდმაისტერმა" 4-0 მოიგო. მომდევნო მატჩში კი, რომელიც "ბარსამ" 3-0 დათმო, გერმანელმა კიდევ ერთი ბურთი შეაგდო.

2014/15 წლების სეზონის ნახევარფინალური ეტაპი "ბარსელონამ" დაძლია, თუმცა "ალიანც არენაზე" 3-2 წააგო და ერთ-ერთი გოლი სწორედ მიულერმა გაიტანა.

ბოლოს კი, 32 წლის შემტევმა 2020 წლის მეოთხედფინალში შეუსრულა "ბარსას" დუბლი. ის კოშმარული შეხვედრა "რეკორდმაისტერმა" 8-2 მოიგო.

ტომას მიულერი, დიდი ალბათობით, დღესაც ძირითად შემადგენლობაში მოხვდება, კატალონიელთა მცველებმა კი მას დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 14 სექტემბერი 2021 13:41
    0
    ტომას მიულერი, დიდი ალბათობით, დღესაც ძირითად შემადგენლობაში მოხვდება, კატალონიელთა მცველებმა კი მას დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.
    ხო ამას მიაქციონ და ლევანდოვსკის მე დავიჭერ. კაცმა მე-13 მატჩში ზედიზედ გაიტანა გოლი, წინა სეზონის ჩათვლით.
    ფანი [?]
    #6 14 სექტემბერი 2021 13:39
    0
    ციტატა: CHEPE
    პროსტა ამათთან რომ წააგეს 7:0 ორ მატჩი იმაზე მეტკინა გული ასე არასდროს წაგვიგია თქო და მის მერე მიგვაჩვიეს:დდ ისე იმ 8:2 ის მერე რაღა უნდა მოხდეს აწი 10:0 კამპზე თუ წააგებს დაშალონ ბარსელონა მაშინ:დ:დ
    პრესინგი უნდა ვეთამაშოთ და მორჩება ამათი პარპაში მეტი არაფერი არაა საჭირო ისედაც უკან სივრცეებს ტოვებს ბაიერნი იმიტომ ამოტენა პსჟ მაგის გამო

    თუ ისევ ისე მოხდა და გაპაზორდნენ, მთელი გუნდი გაყარონ უნდა და კუმანიზ ზედ მიაყოლონ. აი უკვე მართლა სირცხვილიც აღარ იქნება ეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 სექტემბერი 2021 13:24
    1
    ერთი დღეს არ უყვირიათ კამპ ნოუზე მე-10 წუთზე მესი.. მესი...მესი..
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 სექტემბერი 2021 12:48
    0
    ციტატა: Memphis Depay
    აი დღეს ყველა იგროკმა ვინც გამოვა მოედანზე უნდა დადონ სული და გული, იმ სირცხვილის მერე აღარ შეიძლება მსგავსი რამის განმეორება. გუნდის პრესტიჟს ბოლომდე დედა მოეხნება, თუ იარეს და ყ.ეზე დაიკიდეს ამათ დედაც მაშინ, მწვრთნელიან იგროკებიანად ყველამ გაა.ას ამ მატჩის მერე.

    ნეტავ ასე არ იყოს,მაგრამ მგონია ისევ ის სურათი იქნება.შტეგენი,არაუხო,დე იონგი,მემფისი და პედრი ითამაშებენ გულიანად თუ მინგესაც იყო ეგეც.აი დანარჩენები ჩაკუკული ბავშვებივით ივლიან.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #3 14 სექტემბერი 2021 12:40
    5
    აი დღეს ყველა იგროკმა ვინც გამოვა მოედანზე უნდა დადონ სული და გული, იმ სირცხვილის მერე აღარ შეიძლება მსგავსი რამის განმეორება. გუნდის პრესტიჟს ბოლომდე დედა მოეხნება, თუ იარეს და ყ.ეზე დაიკიდეს ამათ დედაც მაშინ, მწვრთნელიან იგროკებიანად ყველამ გაა.ას ამ მატჩის მერე.
    წევრი [?]
    #2 14 სექტემბერი 2021 12:39
    2
    1 ით 7 დღეს 😐
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 სექტემბერი 2021 12:28
    3
    რამხელაზე აქვს პირი დაფჩენილი, მატარებელი შევა თავისუფლად.