ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

14 სექტემბერს "ბარსელონამ" 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 15 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1966 წელი

ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონა" "სარაგოსასთან" საკუთარ კედლებში 0-1 დამარცხდა.

1969 წელი

"ბარსელონასა" და "რეალ მადრიდს" შორის მიმდინარე შეხვედრის 50-ე წუთზე მადრიდელთა მცველმა, პედრო დე ფელიპემ მატჩში 2 გოლის გამტან მიგელ ანხელ ბუსტილიოს მძიმე ტრავმა მიაყენა და შეიძლება ითქვას, რომ 23 წლის ფეხბურთელს კარიერა დაუმთავრა. ტრავმის მორჩენის შემდეგ ბუსტილიოს ძველებურ დონეზე აღარ უთამაშია.

იმ დროს ბარათები ფეხბურთში ოფიციალურად დანერგილი ჯერ კიდევ არ იყო, მაგრამ მსაჯს ამ ეპიზოდში ჯარიმაც კი არ დაუნიშნავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 სექტემბერი 2021 14:47
    0
    ციტატა: JustBarcaLover
    მოკლა ტიპმა და არც ჯარიმა არ დანიშნა მაგ მადრისტამ

    მადრიდისგან რა გიკვირთ, ყველანი მომსწრენი ხართ რაებს აკეთებდნენ პეპე და რამოსი, რამდენი სისხლი ადინეს ლეოს და რამდენი კბილი გაუტეხეს? როგორ ურტყა პეპემ წიხლები თავის მიერ წაქცეულ მცველს, რაზეც 9 მატჩიანი(სასაცილოა არა 9) დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა თავიდან 10 თამაში დაუნიშნეს მაგრამ რეალის პროტესტის მერე 1(ერთი) მატჩი ჩამოაკლეს. https://www.youtube.com/watch?v=qkfuVVxY3Ws
    მაგრამ ერთიც იყო ჩვენთვის მწარე მოსაგონებელი, როცა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, 1981 წელს მადრიდის რეალთან-თბილისის დინამოს ამხანაგურ მატჩში, რეალის მცველმა, რომელსაც დავით ყიფიანმა სისხლი გაუშრო მოედანზე, გვარიც მახსოვს ანხელი(ანგელოზი) უკნიდან ნახტომში წვივი ორ ადგილას გადაუმტვრია და ფაქტიურად დაუმთავრა კარიერა ჩვენს უსაყვარლესს ფეხბურთელს. არ იყო მედიცინა მაშინ იმ დონეზე როგორც დღესაა და ვერც დავითი დააბრუნეს საბჭოთა ექიმებმა. დათოს მაგივრად კი 1982 წლის მსოფლიოზე ესპანეთში, რუსი გავრილოვი წავიდა.