ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 13 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
13 სექტემბერს "ბარსელონამ" 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1972 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ანხელ მანუელ კუელიარი. 1995-197 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 34 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. კუელიარმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.
2000 წელი
"ლიდსთან" 4-0 მოგებულ შეხვედრაში პატრიკ კლუივერტმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" მე-200 გოლი გაიტანა.
2008 წელი
"ბარსელონაში" სერხიო ბუსკეტსის დებიუტი შედგა. კატალონიური გუნდი ლა ლიგის საშინაო მატჩში "რასინგს" დაუზავდა - 1-1.
2016 წელი
"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე საკლუბო რეკორდი დაამყარა და "სელტიკი" 7-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (3), სუარესმა (2), ნეიმარმა და ინიესტამ გაიტანეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]