ბარსელონა დემბელეს აგენტთან შეხვედრას შემდეგ კვირაში გეგმავს

ბარსელონა დემბელეს აგენტთან შეხვედრას შემდეგ კვირაში გეგმავს

"ბარსელონას" თავდამსხმელი, უსმან დემბელე კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს, დიდი ალბათობით, გაახანგრძლივებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბი ფრანგი ფეხბურთელის აგენტთან, მუსა სისოხოსთან შეხვედრას შემდეგ კვირაში გეგმავს. თარიღი ჯერ შეთანხმებული არაა, მაგრამ შესაძლებელია, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები სამშაბათს, 14 სექტემბერს, "ბაიერნთან" მატჩის წინ გამართონ.

შეგახსენებთ, რომ დემბელეს ამჟამინდელი კონტრაქტი "ბარსელონასთან" მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოქმედებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 სექტემბერი 2021 15:10
    0
    მე მგონი ესეც დაიწყებს მორიბას თამაშს, არ მომწონს ამდენი მომზადებები. რა შეხვედრები უნდა, რა დელეგაციები. გინდა მოაწერე არა? უთხარი მუქთად მინდა წასვლა იმიტომ რო ჩემში ფულს არავინ გადაიხდის-ო.
    Culé [?]
    #1 12 სექტემბერი 2021 14:16
    0
    რა იყო ამერიკის დელეგაციაა თუ ფეხბურთის კლუბი.
    --------------------
    ARTHUGS