გვარდიოლამ ფატის ტრანსფერის განხილვაზე უარი თქვა

გვარდიოლამ ფატის ტრანსფერის განხილვაზე უარი თქვა

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელის, ანსუ ფატის თავის გუნდში გადაბირებას არ გეგმავს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტი "სიტის" შესთავაზა. როგორც მოგეხსენებათ, ფატის ამჟამინდელი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან სეზონის ბოლომდე მოქმედებს.

როგორც გამოცემა El Nacional იტყობინება, გვარდიოლამ "ქალაქელთა" ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ფატის შესაძლო ტრანსფერი არ განიხილონ, ვინაიდან მას თავის ყოფილ კლუბთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ პეპის ეს საქციელი მოიწონა და მენდეშის ქმედებით უკმაყოფილო დარჩა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 სექტემბერი 2021 16:05
    0
    რანაირად? ფატის დაუკითხავად დაიწყო "მაყუთის კეთება"?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 სექტემბერი 2021 15:05
    0
    რეებს იგონებენ საიდან ბოდიალობენ რა საფუძველზე smile
    --------------------
    THUGS
    გულშემატკივარი [?]
    #3 11 სექტემბერი 2021 00:05
    1
    თავის დროზე ალკანტარა ხო აგვახია მელოტმა,ერთერთი ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველი იყო მაშინ და 25 მილიონად გაყიდეს
    ფანი [?]
    #2 11 სექტემბერი 2021 00:02
    5
    მენდეშმა სჯობს ერთი ადგილი დააყენოს
    Culé [?]
    #1 10 სექტემბერი 2021 23:49
    8
    გვარდიოლა ყოველთვის ბარსას ერთგული იქნება!!!