ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 10 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 10 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 10 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

10 სექტემბერს "ბარსელონამ" 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 2 ფრე დაასრულეს და 3 წააგეს.

1930 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ხესუს გარაი. 1960-1965 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 126 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. გარაიმ კატალონიურ გუნდში ესპანეთის თასი მოიგო.

1950 წელი

რუმინელ ნიკოლაე სიმატოცს, იგივე მიკლოშ სეგედის "ბარსელონაში" დაუვიწყარი დებიუტი ჰქონდა - "სოსიედადთან" 8-2 მოგებულ შეხვედრაში მან თავი 1 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 4 გოლი სესარმა გაიტანა, 2 ბასორამ, ხოლო ერთიც ალოიმ. სესარმა ამ მატჩში ლა ლიგაში თავისი 150-ე გოლი გაიტანა.

1958 წელი

სესარ როდრიგესის გამოსამშვიდობებელ მატჩზე დებიუტი ჰქონდა "კამპ ნოუს" 20 წლის გამომცხადებელს, მანელ ვიკს. ის ამ პოსტზე მომდევნო თითქმის 60 წლის განმავლობაში მუშაობდა და მხოლოდ 4 თამაში გამოტოვა.

1967 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ჟორდი როურა. 1988-1991 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 14 თამაში ჩაატარა. როურამ კატალონიურ გუნდში 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. 2012/13 წლების სეზონში როურა "ბარსას" მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას თანაშემწე იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 სექტემბერი 2021 15:21
    0
    ჰო ეს მაგარი კომენტატორი იყო
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 სექტემბერი 2021 13:33
    0
    2021
    ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლივიის წინააღმდეგ ჰეთტრიკი შეასრულა და ლეგენდარული პელეს რეკორდი გააუმჯობესა. მესის 79 გოლი აქვს პელეს 77 დარჩა.
    (იმედია ეხლა ვიღაცა არ მკითხავს რა უნდა პსჟ-ს ფეხბურთელის ნიუსს ბარსას საიტზეო)