ბარსელონა და ესპანიოლი ალკანარს დახმარებას გაუწევენ

ბარსელონა და ესპანიოლი ალკანარს დახმარებას გაუწევენ

"ბარსელონა" და "ესპანიოლი" კატალონიურ "ალკანარს" დახმარებას გაუწევენ, რომლის სტადიონიც, შტორმის შედეგად, სრულიად ტალახით დაიფარა.

1 სექტემბერს, კატალონიის მუნიციპალიტეტ ალკანარში შტორმი მოხდა. ქალაქში, კვადრატულ მეტრზე, 217 ლიტრი ნალექი წარმოიქმნა. ამის შედეგად, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის სტადიონი, რომელიც კატალონიის მესამე ლიგაში ასპარეზობს, ტალახის დიდი ფენის ქვეშ აღმოჩნდა.

ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ.

 - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "ალკანარმა" სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. ამის შემდეგ ბევრმა კლუბმა მოისურვა მათთვის დახმარების გაწევა. ამ კლუბებს შორის არიან "ბარსელონა" და "ესპანიოლიც". "ალკანარის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ კლუბს ყველა საჭირო მასალის შესახებ ჰკითხეს.

[media=]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 სექტემბერი 2021 18:48
    3
    ერთი კაი საქმე მაინც გააკეთონ, მისცენ ლაფატკები და გადაწმინდონ ტალახი ეგებ ქვეშ ბალახი გადარჩა.