ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 9 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 9 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 9 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

9 სექტემბერს "ბარსელონამ" 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს  და 2 წააგეს.

1925 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1965-1967) როკე ოლსენი.

1946 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი მიგელ ანხელ ბუსტილიო. 1968-1972 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 10 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ბუსტილიომ კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის თასი და 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.

1951 წელი

ლა ლიგაში ლადისლაო კუბალას დებიუტი შედგა.

1984 წელი

"ბარსელონას" ამჟამინდელი ჰიმნის კომპოზიტორი მანუელ ვალსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1987 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი კამერუნელი ნახევარმცველი ალექსანდრე სონგი. 2012-2014 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 66 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. სონგმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1989 წელი

"ოსასუნასთან" 4-0 მოგებულ შეხვედრაში რონალდ კუმანმა "ბარსელონას" მაისურით პირველი 2 გოლი გაიტანა.

1995 წელი

"ბარსელონას" შემადგენლობაში ლუიშ ფიგუს დებიუტი შედგა.

1998 წელი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი მარიანო მარტინი.

2017 წელი

"ბარსელონაში" უსმან დემბელეს ოფიციალური დებიუტი შედგა. "ესპანიოლთან" 5-0 მოგებულ შეხვედრაში ფრანგმა თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 სექტემბერი 2021 17:54
    0
    თავდამსხმელი რო 5 გოლიდან ერთ ასისტს გააკეთებს, მშვენიერია. დანარჩენები ვინ გაიტანა ლეომ?
    Culé [?]
    #1 9 სექტემბერი 2021 13:47
    2
    უკან დემბელეს დებიუტი არ გაუშვა სადმე
    --------------------
    THUGS