ესპანეთის ნაკრებმა კოსოვო 2-0 დაამარცხა

ესპანეთის ნაკრებმა კოსოვო 2-0 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ნაკრებმა მორიგი მატჩი ჩაატარა - ლუის ენრიკეს შეგირდებმა კოსოვო 2-0 დაამარცხეს.

შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე, ალვარო მორატას პასის შემდეგ, პაბლო ფორნალსმა გახსნა, მატჩის საბოლოო შედეგი კი მიკელ მერინოს ასისტით ფერან ტორესმა ბოლო წუთზე დააფიქსირა.

მატჩში მონაწილეობა მიიღო სერხიო ბუსკეტსმა - კაპიტანმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. რაც შეეხებათ ჟორდი ალბასა და ერიკ გარსიას, მათ მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარეს.

"ფურია როხას" შემდეგი დაპირისპირება უკვე ერთა ლიგის ეგიდით, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, 6 ოქტომბერს ელის.

ასევე, აღსანიშნავია, რომ "ბარსელონადან" "სპეციაში" განათხოვრებულმა რეი მანაიმ ალბანეთის ნაკრების რიგებში სან მარინოს გაუტანა, მისმა გუნდმა კი 5-0 მოიგო. 24 წლის ფეხბურთელმა სრული მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 სექტემბერი 2021 15:00
    0
    უუუუუ რა კაია
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 სექტემბერი 2021 18:03
    0
    მაგრა გაგვეხარდა ესპანეთის გამარჯვება, მაგრამ ეგ გვიშველის ჩვენ? ამხანაგურებსაც დიდი ანგარიშით აგებენ უკვე ჩვენები.