✓ | ოფიციალურად: ალექსია პუტელიასმა ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ქალთა გუნდის კაპიტანმა, ალექსია პუტელიასმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
"ბარსას" ოფიციალური საიტის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, კატალონიურ გრანდში კიდევ ორი წლით, 2024 წლამდე ითამაშებს.
ახალგაზრდა მოთამაშე "ბარსას" რიგებში 2012 წლიდან ასპარეზობს, გასულ სეზონში კი მან გოგონათა გუნდთან ერთად ტრებლის მოგებაც მოახერხა. UEFA-მ ალექსია წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]