ოფიციალურად: სევილიასა და ბარსელონას თამაში გადაიდო

ოფიციალურად: სევილიასა და ბარსელონას თამაში გადაიდო

ახლახან ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ "სევილიასა" და "ბარსელონას" თამაში ჩანიშნულ დროს, 11 სექტემბერს აღარ გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადავადებაზე უარი თქვა და შეხვედრა დათქმულ დროს ჩატარდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ მაინც თამაშის გადადება გადაწყდა. ამის მიზეზი ისაა, რომ სახმრეთ ამერიკაში გასამართი სანაკრებო მატჩები ლა ლიგის მე-4 ტურს თითქმის ემთხვევა, რის გამოც "ბარსელონა" - რონალდ არაუხოს, "სევილია" კი პაპუ გომესის, მარკოს აკუნიასა და გონსალო მონტიელის გარეშე რჩება.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ სპორტის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, "სევილიასა" და "ბარსელონას" დაპირისპირება შაბათს აღარ გაიმართება და იგი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 8 სექტემბერი 2021 19:43
    0
    ძალიან ცუდი რომ გადაიდო
    --------------------
    ARTHUGS
    Culé [?]
    #4 7 სექტემბერი 2021 19:05
    0
    პეპ გუარდიოლა,
    არა მგონია, რადგან სევილიას 3 კაცი აკლდა, ლამელა არ იყო ნაკრებში?! თორემ მეოთხეც....
    ეს იცოდა ტებასმა, არა ეხლა ბარსას სასარგებლო გადაწყვეტილებას მიირებდა მადრიდისტა ნაგავი barca-6
    ფანი [?]
    #3 7 სექტემბერი 2021 17:44
    1
    ვააა ნეტა პირველას სევილია გადაგვივლის თუ ბავარია
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #2 7 სექტემბერი 2021 15:37
    3
    ვაიჰჰჰ საწყალი შტეგენი ამათ ხელში 8-2 სანატრელი ექნება 😣😣
    Culé [?]
    #1 7 სექტემბერი 2021 15:26
    3
    კაია რომ გადადეს, ბავარიასთან თამაშამდე სევილიას შეხვედრა არ იყო მთლად კაი ვარიანტი. ისე ამ ცხრილს რომ ადგენდა ლა ლიგა არ იცოდნენ შესვენება როდის იქნებოდა? ასე უკუღმა რატო მუშაობს ყველა და ყველაფერი😂