ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

7 სექტემბერს "ბარსელონამ" 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს და 2 წააგეს.

1980 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი არგენტინელი მცველი გაბრიელ მილიტო. 2007-2011 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 76 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მილიტომ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

1996 წელი

ქალაქურ დერბიში "ბარსელონას" მიერ "ესპანიოლის" 2-1 დამარცხებას ტრიბუნებიდან თვალი 100 ათასმა გულშემატკივარმა მიადევნა. მასპინძელთაგან გოლები ჯოვანიმ და პიციმ გაიტანეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბობი რობსონი ეს მოგება პრეზიდენტ ნუნიესს მიუძღვნა, რომელიც იმ დღეს 65 წლის გახდა.

ეს თამაში პეპ გვარდიოლასთვის ლა ლიგაში 150-ე გამოდგა.

2019 წელი

"ბარსელონას" ქალთა გუნდმა "ტაკონის" სახელით მოთამაშე მადრიდის "რეალ მადრიდის" გუნდი 9-1 გაანადგურა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 სექტემბერი 2021 19:47
    0
    სამი მოიგეს და ორი წააგეს
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 სექტემბერი 2021 17:43
    0
    2019 წელი
    "ბარსელონას" ქალთა გუნდმა "ტაკონის" სახელით მოთამაშე მადრიდის "რეალის" გუნდი 9-1 გაანადგურა.
    ალბათ რეალის ქალთა გუნდს უფრო "ტაკუნი" მოუხდებოდა თან მრავლობითში.