ესპანეთმა საქართველო დაამარცხა - 4-0

ახლახან დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურში გამართული ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირება, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა.
"ფურია როხამ" საქართველო 4-0 გაანადგურა. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ძალიან უსახური მატჩი ჩაატარა და უშანსოდ წააგო. შეხვედრა ესპანელთა დომინაციით დაიწყო და ასევე დასრულდა. ანგარიში მე-14 წუთზე ხოსე გაიამ გახსნა, კარლოს სოლერისა და ფერან ტორესის გოლებით კი ლუის ენრიკეს გუნდმა პირველ ტაიმშივე სხვაობა სამამდე გაზარდა. თამაშს საბოლოო წერტილი 63-ე წუთზე პაბლო სარაბიამ დაუსვა.
ერიკ გარსიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. მან მოედანზე 60 წუთი გაატარა, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა კი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოები იყვნენ.
ამჟამინდელი მდგომარეობით ესპანეთი ჯგუფში 10 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება, საქართველო კი 1 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
"ფურია როხა" მომდევნო მატჩს 8 სექტემბერს კოსოვოსთან გამართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]