ავსტრიის ნაკრების თავკაცი: არ გვეგონა, რომ დემირი ბარსას პირველი გუნდის წევრი ასე მალე გახდებოდა

ავსტრიის ნაკრების თავკაცი: არ გვეგონა, რომ დემირი ბარსას პირველი გუნდის წევრი ასე მალე გახდებოდა

ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკო ფოდამ "ბარსელონას" ახალგაზრდა ტალანტზე, იუსუფ დემირზე ისაუბრა:

დემირმა ძალიან გაგვაკვირვა. არ ველოდით, რომ ის "ბარსას" პირველი გუნდის წევრი ასე სწრაფად გახდებოდა. ჩვენ გვეგონა, მას იჯარით გაანათხოვრებდნენ და სარეზერვო გუნდში ითამაშებდა.

იუსუფი ქვედა კატეგორიებში ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ახლა კი ავსტრიული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევა. 

"ბარსელონამ" დემირი პირველ გუნდში დაარეგისტრირა. ავსტრიელი პრესტიჟული 11-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. გავრცელებული ცნობებით, კლუბი მას სეზონის ბოლოს ვენის "რაპიდიდან" 10.5 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 18 წლისაა, იუსუფს ავსტრიის ნაკრებში 28 მარტს ფარერების კუნძულების წინააღმდეგ დებიუტი უკვე ჰქონდა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 სექტემბერი 2021 20:24
    0
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    რა დაინახეს ასეთი ამ ბიჭში პირდაპირ პირველ გუნდში რომ ატაკეს, ღმერთმა ქნას გაამართლოს მარა რავიცი მეეჭვება რაღაც

    პრესეზონზე რაც ითამაშა ეგ იყო, მეტი აღარაფერი ისეთი.
    Culé [?]
    #4 8 სექტემბერი 2021 20:10
    0
    არც ჩვენ გვეგონა
    --------------------
    ARTHUGS
    Culé [?]
    #3 5 სექტემბერი 2021 02:46
    2
    Aba shemoiyvanos meore matchshi ASE uknia Kristiano Ronaldo kofilikos meore
    --------------------
    ARTHUGS
    ფანი [?]
    #2 4 სექტემბერი 2021 23:36
    10
    პრესეზონი კარგად ჩაათარა და ნუ იმ ერთი მატჩით ნუ განვსჯით მაინც პირველი მატჩი იყო თან გასვლაზე ბილბაოსთან სადაც ბევრმა ჩააგდო თამაში.. მოკლედ ძაან ნიჭიერია და იმედია გაამართლებს
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #1 4 სექტემბერი 2021 23:20
    3
    პრესეზონზე კარგი იყო,მარა იმ მატჩი საშინელება იყო,იმედია ინერვიულა და მაგის ბრალია და არა იმიტომ,რომ დიდი ვერაფერია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid