კუმანს ხუთი ფეხბურთელისთვის როლის მოფიქრება მოუწევს

კუმანს ხუთი ფეხბურთელისთვის როლის მოფიქრება მოუწევს

ერთი კვირის წინ, რონალდ კუმანმა "ბარსელონას" შემადგენლობის სიღრმესთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა: "31-32 მოთამაშესთან ერთად მუშაობა შეუძლებელია. მწვრთნელის კურსებზე ამას არ ასწავლიან. ეს წარმოუდგენელია", - თქვა ნიდერლანდელმა.

"ბლაუგრანამ" ანტუან გრიზმანის, ემერსონის, რეი მანაისა და მირალემ პიანიჩის გაშვებით გუნდი მნიშვნელოვნად გადაახალისა, თუმცა შემადგენლობა მაინც საკმაოდ ღრმაა. "

AS წერს, რომ "ბარსაში" ისეთი ფეხბურთელი ირიცხებიან, რომელთაც განსაზღვრული როლი არ აქვთ, კუმანმა კი ეს პრობლემა უნდა გადაჭრას. ესენი: ნეტუ, სამუელ უმტიტი, რიკი პუჩი, ალექს კოლიადო და ფილიპე კოუტინიო არიან. მათ ნაწილს წასვლა სურდა, თუმცა არ გამოუვიდათ. ნაწილი კი მწვრთნელის გეგმებში არ შედის, თუმცა ხელმძღვანელობა მხარს უჭერს. ასე რომ, 58 წლის სპეციალისტს მათთვის როლის მოფიქრებისთვის მუშაობა მოუწევს. 

ნეტუ

ბრაზილიელი "ბარსელონაში" 2 სეზონის წინ გადავიდა და მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევდა, რის გამოც, წინა წელს წასვლა უკვე ცადა. ნეტუს "ბარსას" დატოვება გასულ ზაფხულშიც სურდა, თუმცა მისი მაღალი ხელფასის გამო, ეს არ გამოვიდა. მიმდინარე სეზონში ის კვლავ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის რეზერვი იქნება, რომელთანაც კარგი ურთიერთობა არ აქვს. ამასთან, 32 წლის ფეხბურთელის გუნდში ყოლა ინიაკი პენიასა და არნაუ ტენასის პროგრესს ხელს უშლის. ივარაუდება, რომ ზამთარში ნეტუს გასხვისება იგეგმება.

სამუელ უმტიტი

უმტიტი სეზონის საწყის ეტაპზე ფანებისგან ობსტრუქციის ობიექტი გახდა. ფრანგს ტრავმის გამო თითქმის ორი სეზონია, არ უთამაშია. ამასთან, გულშემატკივრები ლეო მესის წასვლაში ერთ-ერთ დამნაშავედ მასაც მიიჩნევდნენ მისი მაღალი ხელფასის გამო. 27 წლის უკანახაზელი ახლაც გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სამუელმა ჟოან ლაპორტას, შეხვდრისას უთხრა, რომ კიდევ ერთი შანსის მიღება სურს, რაზეც პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო. ხელმძღვანელობა ფრანგის სიტუაციას მწვრთნელსაც აუხსნის. თუ უმტიტი არ ითამაშებს, მისი გაშვებაც შეუძლებელი გახდება.

რიკი პუჩი

უმტიტის მსგავსად, ლაპორტა მხარს პუჩსაც უჭერს და მწვრთნელს ურჩევს, მას უფრო მეტი შანსი მისცეს. ახალგაზრდა ნახევარმცველი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევა. ის, ბოლო წლებში, "ლა მასიას" ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წარმომადგენელია.

ალექს კოლიადო

კოლიადო იმედოვნებს, რომ "ბარსას" მესამე ცდაზე მაინც დატოვებს. ის თავდაპირველად "ბრიუგეში", შემდეგ კი "შეფილდში" გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ტრანსფერები ბოლო ეტაპზე ჩაიშალა. იმის გათვალისწინებით, რომ კლუბს ალექსი არც მთავარ და არც სარეზერვო გუნდში არ დაურეგისტრირებია, მას, სავარაუდოდ, ისეთ ქვეყანაში წასვლა მოუწევს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა. კუმანმა მკაფიოდ თქვა, რომ კოლიადოს იუსუფ დემირი ურჩევნია და ესპანელს დროს არ მისცემს.

ფილიპე კოუტინიო

კოუტინიოს სიტუაცია უმტიტის სიტუაციის მსგავსია. ტრავმის გამო, ბრაზილიელს დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, თუმცა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს. გულშემატკივრებმა ისიც გააკრიტიკეს. ფილიპე "ბარსას" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, ამიტომ მისი ტრანსფერი მხოლოდ წარუმატებლად შეიძლება შეფასდეს. სხვებისგან განსხვავებით, კოუტინიოს რონალდ კუმანის ნდობა აქვს. ის ლა ლიგის ბოლო მატჩის განაცხადშიც მოხვდა. სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელი სპეციალისტი მას აქტიურად გამოიყენებს.



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 8 სექტემბერი 2021 20:30
    0
    ამას მწვრთნელის კურსები აქვს დამთავრებული? და ბევრი ფეხბურთელი რო ყავს ეგაა პრობლემა? მე მგონი მაგას დიპლომი ნაყიდი აქვს. საინტერესოა 15 ფეხბურთელი რო ყავდეს ყველაფერს მოიგებდა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 5 სექტემბერი 2021 12:35
    0
    კაია გუნდი გადახალისებულია
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #11 5 სექტემბერი 2021 09:21
    1
    თერთმეტი ფეხბურთელით ხო ისე თამაშობ , არაფერი გერევაა ?! ხისთავას თუ გინდა მინი ფეხბურთი ათამაშე ეზოში , ხუთ კაცშიც ვერ მიხვდება რა უნდა ქნას , არ უსწავლია მწვრთნელის კურსებზე მასეთი არაფერი და რა მისი ბრალია ?! წადიი რა ძმურად , შეგვეშვიიი ან გაგვეშვიი , საკუთარ ისტორიას მაინც ეცი პატივი , წადიიი !!!
    ფანი [?]
    #10 5 სექტემბერი 2021 09:03
    1
    ციტატა: frenkie dejong21
    აი აქ ჩანს უკვე მისი სამწვრთელო დონე

    ხოა ტრიკებით დასაკიდი ვინც ამას ლიცენზია მიცა.ან ბრმა იყო ან ჩარია ხალხი და ისე გასცეს ამ ხისთავიანზე ლიცენზია თორე ამის ხედვა და ტაქტიკოსობა თუ დაინახა ვინმემ სადმე გამარკვიოს მეც🙃ალბათ ძალიან დაბალ დონეზ უნდა აკმაყოფილებდე რო მოგცენ ლიცენზია თორე რაიმე ბარიერი რო იყოს გადასალახი დარწმუნებული ვარ ვერ აიღებდა კუმანი.არ აქ ფიქრის და გადმოცემის უნარი და რაც გინდათ უქენით😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 5 სექტემბერი 2021 08:23
    2
    აი მაგეებზე თუ ტვინი იჭყლიტა და მართლა დებილი ყოფილა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 სექტემბერი 2021 02:50
    0
    Rodis dabrundeba დემბელე და კოუტინიო
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 სექტემბერი 2021 02:07
    3
    რა იყო კუმან, ჰერცოგი ალვარეს დე ტოლედოს დროს შენი წინპარები ინკვიზიტორებმა ხომ არ დაბორბლეს? მაშინ რა გინდოდა ესპანეთში რომ თამაშობდი? თანაც ეს ბოლომდე ხომ ესპანეთიც არაა, კატალონიაა
    რას გადაეკიდე ამ ლა მასიელებს?
    არ მიყვარს ხისთავიანი და ბოღმა ხალხი
    Culé [?]
    #6 5 სექტემბერი 2021 00:33
    1
    ნეტუს როლს რა მოფიქრება უნდა, გუნდის მეორე მეკარეა და როცა შტეგენი არ იქნება უნდა დააყენო, რაარი მაგაში ტვინის საჭყ ლეტი. გრანდებიდან ყველაზე სუსტი მწვრთნელი და შემადგენლობა გვყავს.
    ფანი [?]
    #5 4 სექტემბერი 2021 23:40
    7
    31-32 მოთამაშესთან ერთად მუშაობა შეუძლებელია. მწვრთნელის კურსებზე ამას არ ასწავლიან. ეს წარმოუდგენელია", - თქვა ნიდერლანდელმა.

    აი აქ ჩანს უკვე მისი სამწვრთელო დონე 😃
    Culé [?]
    #4 4 სექტემბერი 2021 23:28
    2
    კოუტინიო მოწონს ირევაო და დავიჯერო მაგისთვის ადგილი არ გამოუძებნია გუნდში?! ან ნეტუზე რა არის მოსაფიქრებელი?! სათადარიგოთა მეკარეს რომ ათამაშებდნენ კოპაზე რატო აღარ შვებიან ეგრე? ათამაშონ კოპა, იოლ მატჩებში ლა ლიგაშიც დააყენონ და ეგაა მეტს ვერც ვერაფერს მოუფიქრებენ. პუჩს ხო საერთოდ ტვინი შეუჭამა ტიპმა, მაგრამ 90 წუთს მართლა ვერ ითამაშებს ეგ ბიჭი ერთ დონეზე მემგონი, სკამიდან უფრო კარგი იქნება და იქნებ ასწავლონ ამ უტვინოს როგორ და რა დროს გამოიყვანოს ხოლმე. უმტიტი მიიღებს შანსს, აგერ პიკე აილეწა, არაუხოც არაა მთლად ფოლადი, იქნებ ლენგლემაც იკისროს რამე 😏. ნუ მაინც ყველას ჯანრთელად ყოფნა ჯობია, ამიტო პატარა გუნდებთან უნდა დააყენოს თავიდან ძირითადში, ახლა სტარტი ისეთი გვაქვს რომ უმტიტის ვერ გარისკავ და ვერ დააყენებ ვერცერთ გუნდთან, მერე ცოტა მარტივდება კალენდარი გრანადა და ლევანტე ერთად უწევს მგონი, აი მაგ შუალედში თუ მისცემს შანსს თან გავიგებთ რისი თავი აქვს ნაომარ და ნაწვალებ უმტიტის. კოლიადოს კი მოუფიქროს რამე თვითონ🙄😂
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #3 4 სექტემბერი 2021 23:18
    5
    მოუწევს ხო ღამეებს გაათენებს.მაგდენს რო ფიქრობდეს რაღა უჭირს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 სექტემბერი 2021 23:18
    7
    რისი მომფიქრებელია ხისთავა.უმტიტის ადგილის მოფიქრებას რა უნდა,ლენგლეს მაგივრად დააყენოს ხოლმე და ეგაა,იქმება მართლა კარგ ფორმაშია და ათამაშდა,კოუტინიო 10 იანზე დააყენოს ანდაც პედრის პოზიციაზე და ცენტრში შეიწიოს ხოლმე,პუჩი ათამაშოს რა უნდა მეორე ტაიმში,ნეტუ ათამაშოს კოპა დელ რეიზე ან ესპანეთის სუპერ თასზე,კოლიადოც მარჯვენა ფლანგზე მოსინჯოს ხანდახან,მაგრამ ხო ახირებული ვირია და ვერაფერს ხვდება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 4 სექტემბერი 2021 22:36
    10
    ჩვეულებრივი უტვინოა ეს კუმანი.პსჟსთან ისეთი ტაქტიკური შეცდომები დაუშვა რომ ამ კაცის იმედი როგორ აქვთ ვერ ვხვდები.ენრიკე რომ მოიყვანეს ისეთი ცუდი გუნდი იყო სეზონის დასაწყისზე რომ ყველა წერდა #ენრიკეაუთს დღევანდელი დღისგან განსხვავებით,მაგრამ პსჟსთან ისეთი გუნდი გამოიყვანა ჯგუფურ ეტაპზე,მაშინ მივხვდი რომ ამ კაცს ტაქტიკური თამაში არ შეეშლებოდა არავისთან. ის თამაში მოვიდეთ სამ ბურთიანი სხვაობით,ზუსტი ანგარიში არ მახსოვს.ხოდა მთელი სეზონი არცერთი მატჩი არ მახსოვს რომ რაღაც იმედი დამენახა,დემბელეს გავარდნილი გოლით მოუგო ერთადერთი სევილიას გასვლაზე,დალშე ყველასთან გაასხა.არ გამოიყენა პიანიჩი,რომელიც ერთერთი ყველაზე მრავალმხრივი ნახევარმცველია,არ აძლევდა შანსს არაუხოს და რაც მთავარია სუარესის გაშვებაში მთავარი როლი აქვს ამ ღორის შვილს.
    მოკლედ ბართომეუს მერე ყველაზე მეტად ეს ძროხა მეზიზღება,მერე დემბელე.