დანი ოლმოსა და ლაიფციგთან პირველი შეხვედრა უკვე დაგეგმილია

დანი ოლმოსა და ლაიფციგთან პირველი შეხვედრა უკვე დაგეგმილია

რამდენიმე დღეა, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "ლაიფციგის" ესპანელი შემტევის, დანი ოლმოს დაბრუნებას ცდილობს.

ჟურნალისტ ფერან მარტინესის ინფორმაციით, კატალონიელები მომდევნო სეზონს უკვე გეგმავენ, მათი ერთ-ერთი სამიზნე კი სწორედ ოლმოა.

წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელთან და გერმანულ კლუბთან პირველი შეხვედრა უკვე ჩანიშნულია.

როგორც მარტინესი იტყობინება, იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერის განხორციელება იანვარში შესაძლებელი იქნება, "ბარსა" ზაფხულამდე აღარ მოიცდის. თუმცა, კატალონიური გრანდი აცნობიერებს, რომ "რედ ბულ არენას" ბინადრებს შუა სეზონში მოთამაშის გაყიდვაზე იოლად ვერ დაითანხმებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი "ლა მასიაში" 2007/14 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ზაგრების "დინამოში" გადაბარგდა და პროფესიონალური კარიერაც სწორედ ხორვატიაში დაიწყო. ოლმო ბუნდესლიგაში 2020 წლიდან ასპარეზობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 8 სექტემბერი 2021 20:37
    0
    ციტატა: Albicelecte
    ჰალანდის მოყვანა ერთი ტკბილი ზღაპარი მგონია barca-6
    ძილის წინ რომ მოგიყვებიან ან წაგიკითხავენ, რაღაც აღმოსავლური, ჯადოსნური smiley

    ჰალას ადმინმა იცის, რო ჰოლანდი "მადრიდისტაა" და ახალ სეზონში ეგ და მბაპე ერთად გადავლენ რეალში.
    ფანი [?]
    #8 5 სექტემბერი 2021 14:23
    0
    უმაგრესი ფეხბურთელია. ტყუილად ასხავთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 სექტემბერი 2021 08:25
    0
    რა ოლმო ბიჭო რა ოლმოოოო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 5 სექტემბერი 2021 03:01
    0
    ამათ ძმარავათ არაა?
    --------------------
    ARTHUGS
    წევრი [?]
    #5 4 სექტემბერი 2021 22:55
    2
    რა საჭიროა ჰალანდი ან ვიღაც სუპერ ვარსკვლავი? გვყავდა მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი და შედეგი არ გვქონდა იმიტომ რომ კუმანი არ არის ნორმალური ტაქტიკოსი აქ მწვრთვნელზეა პრობლემა ვიდრე ფეხბურთელებზე .
    Culé [?]
    #4 4 სექტემბერი 2021 22:16
    1
    ჰალანდის მოყვანა ერთი ტკბილი ზღაპარი მგონია barca-6
    ძილის წინ რომ მოგიყვებიან ან წაგიკითხავენ, რაღაც აღმოსავლური, ჯადოსნური smiley
    ფანი [?]
    #3 4 სექტემბერი 2021 21:25
    0
    ციტატა: C.PC5
    ჰალანდი ვერ მოიყვანონ

    ჰალანდს დიდი ალბათობით პსჟ წაიყვანს თუ მბაპე წავიდა რეალში მაგათ ფინანსურად ვერ ვაჯობებთ და ჰალანდი კიდე ბარსელონაზე ნამდვილად არ გიჟდება სიყვარულით რო მოვიდეს ჩვენთან😁
    Culé [?]
    #2 4 სექტემბერი 2021 21:01
    1
    ერთადერთი თუ რატომ შეიძლება ამის მოყვანა გამიხარდეს ისაა რომ ფრენკი და პედრი ჯერ-ჯერობით ბებერ ბუსკეცთან ერთად დგანან და არ ჩანს მომავლის ტრიო ნახევარდაცვაში, ამის მოყვანით კი ბატონო უეჭველია რომ პედრი-დეიონგი-ოლმოს ტრიოს მივიღებთ და სავარაუდოდ კარგიც იქნება, მაგრამ თუ ლაპორტა ფიქრობს რომ კუმანი უნდა მოაშოროს და ჩავი მოიყვანოს რაღატომ ეპოტინებიან წინასწარ, იქნებ არ სჭირდება ჩავის ეს ოლმო და მერე ამის გაშვება იქნება ცალკე პრობლემა, ან კიდე აქვს კი გუნდს ამ წუთას ამის მოყვანის ფინანსები? ან წლის ბოლოს ექნება? ისე არ გამოვიდეს რო უაზროდ გაიფლანგოს ისევ ფული და ზაფხულში ჰალანდი ვერ მოიყვანონ blush
    Culé [?]
    #1 4 სექტემბერი 2021 20:49
    2
    ზამთარშივე უნდათ მერე მთელი ზაფხული ჰალანდს,რომ დაუთმონ და დაითრიონ(იმედია).
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid