ალექსია პუტელიასის ღირსეული ჟესტი

"ბარსელონას" მამაკაცთა გუნდისგან არაერთი ღირსეული ჟესტი გვახსენდება - კარლეს პუიოლისგან, ჩავი ერნანდესისგან, ანდრეს ინიესტასგან, ლიონელ მესისა თუ სხვებისგან...
როგორც ჩანს, მსგავსი ქმედებები არც ქალთა გუნდს აკლია - "გრანადილია ტენერიფესთან" შეხვედრაში კაპიტანმა ალექსია პუტელიასმა მსაჯს უთხრა, რომ მეტოქის კარში პენალტი არ დაენიშნა, ვინაიდან, საქმე დარღვევასთან არ გვქონდა და საკამათო მომენტში არბიტრს ბრუნა ვილამალაზე ჯარიმა არ უნდა დაეფიქსირებინა.
ესპანეთის ქალთა ჩემპიონატის პირველ ტურში "ბარსას" გოგონებმა 5-0 მოიგეს - გოლები ბრუნა ვილამალამ (2), პატრისია გიხარომ, ალექსია პუტელიასმა და კლაუდია პინამ გაიტანეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]