ბარსელონას რონალდ კუმანის სჯერა

ბარსელონას რონალდ კუმანის სჯერა

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ რონალდ კუმანი ახლო მომავლისთვის იდეალური მწვრთნელია. ამის შესახებ ინფორმაციას Sport-ის ჟურნალისტი ლუის მიგელსანსი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტას ჩავარდნილი სეზონის შემდეგ კუმანის "ბარსელონურ" მომავალზე ეჭვები ჰქონდა, თუმცა ვიცეპრეზიდენტმა რაფაელ იუსტემ, დირექტორმა მატეუ ალემანიმ და სპორტულმა დირექტორმა რამონ პლანესმა პრეზიდენტს ნიდერლანდელ სპეციალისტზე აზრი შეაცვლევინეს.

იმავე წყაროს ცნობით, იუსტე, ალემანი და პლანესი იმ კმაყოფილები არიან მიღწევებით, რასაც კუმანმა შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით მიაღწია. უფრო მეტიც - იუსტე დარწმუნებულია, რომ 58 წლის სპეციალისტი ამჟამინდელ ხელმისაწვდომ ვარიანტებზე უკეთესია და მან ლაპორტას რონალდის შენარჩუნება შესთავაზა.

კატალონიური კლუბის მმართველები ვარაუდობენ, რომ 2021/22 წლების სეზონი, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს, რადგან გუნდმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ხელმძღვანელობა მზადაა, კუმანს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზოს და ნიდერლანდელი მინიმუმ კიდევ ერთი წელი დარჩეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 8 სექტემბერი 2021 20:41
    0
    ბარსელონას რონალდ კუმანის სჯერა!!!
    ვაი უბედურო ბარსა ვის ხელში ხარ.
    გულშემატკივარი [?]
    #11 5 სექტემბერი 2021 17:19
    1
    კულეებო, ეს სეზონი როგორმე უნდა გადავიტანოთ! ლაპოს ვინ და რა უთხრა ეს ეს ასეც იყო დაგეგმილი, ამ ეტაპზე ასეც აჯობებს უნდა დარჩეს კუმანი! ამ ეტაპზე აზალი მწვრთნელის მოყვანა სისულელეა! დარწმუნებული ვარ! ლაპორტას სამომავლო გეგმების! 2022 სეზონისთვის ხავის და ინის მოიყვანს! ახალი გუნდის შენება დაიწყება! სრულად გაიწმინდება სასტავი, ეს მესიმაც იცოდა და ამისათვის ეს ნაბიჯი იყო საჭირო! ალბა- ბუსის სკამზე მოუწევთ პიკე- პუიოლი შტაბში! მესი დაბრუნდება ოღონდ ფეხბურთელის რანგში აღარ! კლუბი იქამდე ფინანსურადაც მოიხოდება ახალი ტრანსფერებისთვის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 5 სექტემბერი 2021 13:44
    0
    რომ სჯერა, იმიტომაა კარგ დღეში გუნდი
    Culé [?]
    #9 5 სექტემბერი 2021 07:30
    0
    რა ხალხი გაყარა გუნდიდან ამ კაცმა ნერვები მეშლება😣😣
    Culé [?]
    #8 5 სექტემბერი 2021 03:03
    1
    ფანებს არ სჯერათ
    --------------------
    ARTHUGS
    წევრი [?]
    #7 5 სექტემბერი 2021 02:43
    0
    ვიცი აქ არაფერშუაშია მარა ერთი რაღაც მაინტერესებს და უნდა ვიკითხო :დ ხალხი ამბობს რო ფინალში თუარგავედით ისე პსჟს ვერშევხვდებით დარანაირად?:დ ფლეიოფში რატო ვერშევხვდებით
    წევრი [?]
    #6 4 სექტემბერი 2021 22:28
    2
    ეს თუ დარჩა უბრალოდ აღარ ექნება აზრი თამაშების ყურებასაც კი.ეს თაობა ჩვეულებრივად გაიმაზება
    Culé [?]
    #5 4 სექტემბერი 2021 22:16
    1
    და რატომ სჯერა მერე?!?!?!?!
    Culé [?]
    #4 4 სექტემბერი 2021 18:48
    8
    შეზღუდული რესურსებით მიაღწია კი არა შეზღუდული აზროვნებით.მწვრთნელობის არაფერი გაეგბა.ჯერ სად ხარ სევილია,ბავარია,რეალი,ატლე გადაგვხსნიან და მერე გაუშვებს.ეხლა ხო არ იტყვის ოოო არ ვენდობი,უუუ ძალიან ცუდი მწვრთნელია,რბილად ექცევიან და რომ ჩაიკუკავს გაასხმევინებენ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #3 4 სექტემბერი 2021 18:36
    6
    მიუხედავად იმისა რომ კლუბის ლეგენდაა ამის იმედი მაინც არ მაქვს თუ ვცდები გამიხარდება.
    გულშემატკივარი [?]
    #2 4 სექტემბერი 2021 18:23
    8
    მოვიცადოთ ბაიერნთან მატჩამდე და შეიცვლის ისევ აზრს. კლასიკოებშიც გაასხამს მწარედ ასე მგონია
    ფანი [?]
    #1 4 სექტემბერი 2021 18:22
    5
    ამას ჯერ კაი მწვრთნელი დაუნიშნონ რომ მწვრთნელიბა ისწავლოს და მერე გაწვრთნას სხვები
    --------------------
    ჩავიესტა vs სუა მესი