ბარსელონა ლუკ დე იონგის სრულ ხელფასს გადაიხდის - Sport

ბარსელონა ლუკ დე იონგის სრულ ხელფასს გადაიხდის - Sport

31 წლის ნიდერლანდელი თავდამსხმელის, ლუკ დე იონგის "სევილიადან" "ბარსელონაში" გადმოსვლის ფინანსური დეტალები ცნობილი გახდა.

ცნობილია, რომ კატალონიურმა კლუბმა დე იონგი სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებით ერთწლიანი იჯარით აიყვანა. Sport-ის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსა" ნიდერლანდელი შემტევის იჯარაში 1 მილიონ ევროს გადაიხდის.

Sport ასევე კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. თავდაპირველად იწერებოდა, რომ "ბლაუგრანა" დე იონგის ხელფასის მხოლოდ ნაწილს გადაიხადა, თუმცა წყარო იტყობინება, რომ "ბარსელონა" ნიდერლანდელი სრულ ანაზღაურებას დაფარავს.

ლუკ დე იონგმა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ანდალუსიური კლუბის რიგებში 34 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 8 სექტემბერი 2021 20:42
    0
    მოკლედ ყველას ჩვენთან უნდა მარკის აწევა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 5 სექტემბერი 2021 13:54
    0
    რამდენია ეს ხელფასი არ ვიცით?
    იმედია 2 მილიონის მეტი არ იქნება.
    Culé [?]
    #5 5 სექტემბერი 2021 03:04
    0
    ამის დედაც დეპაიმ smile
    --------------------
    ARTHUGS
    Culé [?]
    #4 4 სექტემბერი 2021 18:16
    7
    იმედია პაულინიოსავით სეზონი გაუვარდება ამასაც და როგორც ის კაცი გავაცილეთ ჯიგრულად და დღესაც სიმპათიით ვართ განწყობილი მისადმი ისე ვიქნებით ამაზეც
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 4 სექტემბერი 2021 17:57
    2
    ხელფასს იხდის ის, ვინც მისი სამსახურით სარგებლობს
    ეს ელემენტარული ღირსების საკითხია
    უბრალოდ, ისე არაპროფესიულად და კლუბისათვის საზიანოდ იყო შედგენილი კონტრაქტები, რომ ძალიან ცუდი გავლენა იქონია, ბიუჯეტზეც და რეპუტაციაზეც
    გონივრული და ადექვატური ანაზრაურება უნდა შეეთავაზებინათ გრიზმანი-კოუტინიო-უმთითი-პიანიჩებისათვის
    და +100 ლიმონები არ უნდა ესროლათ ტრასფერებში, აგერ ბაიერნი ჰალანდში არ გადაიხდის მაგდენს პრინციპულად barca-6
    Culé [?]
    #2 4 სექტემბერი 2021 17:32
    2
    ციტატა: La Pulga10
    ეხლა ამან,რომ 20+ გოლო გაიტანოს smile მე მაინც კუნძი მგონია,იმედია ვცდები.

    ძირითადად სათადარიგოდან ჩაერთვება და ალბათ 5 გოლსაც ვერ გაიტანს.
    Culé [?]
    #1 4 სექტემბერი 2021 16:37
    2
    ეხლა ამან,რომ 20+ გოლო გაიტანოს smile მე მაინც კუნძი მგონია,იმედია ვცდები.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid