შეცდომა, რომლის გამოც ალექს კოლიადოს ტრანსფერი ჩაიშალა

შეცდომა, რომლის გამოც ალექს კოლიადოს ტრანსფერი ჩაიშალა

როგორც ცნობილი იყო, ალექს კოლიადომ აგვისტოს ბოლოს "ბარსელონადან" იჯარით წასვლა გადაიფიქრა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღემდე გაგრძელდა. 

ჟურნალისტ ფერან მარტინესის ინფორმაციით, კოლიადომ რამდენიმე კლუბის შემოთავაზება უარყო, თუმცა ბოლოს გადაწყვიტა, რომ ინგლისურ "შეფილდ იუნაიტედში" გადასულიყო, რადგან რონალდ კუმანისგან სათამაშო დროს ვერ იღებდა. 

ჩემფიონშიფის კლუბმა ფეხბურთელთან შეთანხმებას მალევე მიაღწია, დღის ბოლომდე კი "ბარსელონას" ოფიციალური თანხმობა იყო საჭირო. "ბარსამ" რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები ღამის 11 საათზე გააგზავნა, მაგრამ გაირკვა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს ხელმოწერა აკლდა. დარჩენილ წუთებში შეცდომის გამოსწორება ვეღარ მოესწრო. 

ახლა "ბარსელონაში" კოლიადოს ისეთ ლიგაში განათხოვრებაზე ფიქრობენ, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა. ალტერნატიული ვარიანტი მისი "ბარსა ბ-ში" ხელახლა დარეგისტრირება იქნება, რაც რთულ სამართლებრივ პროცედურებთანაა დაკავშირებული. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 8 სექტემბერი 2021 20:45
    0
    ანუ ფეხბურთთან ერთად, საკანცელარიო სამუშაოებიც დაგვავიწყდა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 5 სექტემბერი 2021 14:03
    1
    ვისი ხელმოწერაც აკლდა, იმას შუბლზე უნდა გაუკეთო ის ხელმოწერა ტატუთი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 სექტემბერი 2021 03:05
    0
    Damn bro !!!
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #7 4 სექტემბერი 2021 23:23
    1
    ბიჭოო კაროჩე სიტყვები ზედმეტია :დ ზედმეტად მაღლა ვიყავით და დანარცხებაზ იმიტო გამოდგა ასეთი. ელემენტარულ სისულელეებთან გვაქვს უკვე საქმე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 4 სექტემბერი 2021 18:08
    2
    ახლა ვიღაც ორი დემირის მოყვანას (თან ორივე ერთნაირი პროფილისაა, ცაცია და შემტევი ნახ. მცველია ორივე) არ ჯობდა ბარსა ბ-ს კაპიტანი და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ჰყოლოდათ გუნდში?! ახლა ვიღაცა მეტყვის 22 წლისაა და რაღა დროს ამის დაწინაურებააო. 28 წლისამ დაიწყო ჯეიმი ვარდიმ ფეხბურთის თამაში და წამოიცო მთელი პრემიერ ლიგა და 22 წლის ბიჭმა რატო ვერ უნდა ითამაშოს მაღალ დონეზე ამ ასაკში?! ეგერ მილანმა იყიდა ფეხბურთელი 25 წლისას იტალიის მეოთხე დივიზიონში დაუწყია ტიპს ფეხბურთის თამაში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 4 სექტემბერი 2021 15:39
    2
    ბარსა ბ-ში დაარეგისტრიროს ლაპორტამ, მარჯვენა ვინგ-ზე ძალიან დიდი სიცარიელე დარჩა და საჭიროა ისეთი კადრი, რომელიც თავს მოიკლავს და ყველა მატჩში 150% დაიხარჯება
    მესი წავიდა და გრიზმანიც მიჰყვა, აღარც ტრინკაოა გუნდშიმ, ამ დროს ახალგაზრდა, კლუბის აღზრდილზე უარს ვამბობთ?!
    გონებაჩლუნგი დემბელეს იმედად და 18-19 წლის ბავშვის იმედად, რომელიც მაინც ავსტრიელია, ჭკვიანი კაცი ვერ იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 სექტემბერი 2021 15:16
    3
    ციტატა: cezo45
    დატოვონ ზამენაზე და ზოგჯერ მისცენ სათამაშო დრო მაგალითად სათასო შეხვედრებში ეს დააყენოს ფატის ან დეპაის მაგივრად

    დარეგისტრირებული არაა გუნდში და სად დატოვონ. ჰაერშია ფაქტობრივად
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 სექტემბერი 2021 14:55
    1
    დატოვონ ზამენაზე და ზოგჯერ მისცენ სათამაშო დრო მაგალითად სათასო შეხვედრებში ეს დააყენოს ფატის ან დეპაის მაგივრად
    Culé [?]
    #2 4 სექტემბერი 2021 14:54
    4
    მასხარები არიან ამათი დედა ვატირე. რატო სხვა გუნდებს არ მოსდით ასეთი რამეები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 სექტემბერი 2021 14:53
    1
    კაი ბიჭო ხელის მოწერას რაღა უნდა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid