ემოციური შეხვედრა ლაპორტასთან - უმტიტი შანსს მიიღებს

ემოციური შეხვედრა ლაპორტასთან - უმტიტი შანსს მიიღებს

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებში სამუელ უმტიტის ინიციატივით კლუბის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრა შედგა. 

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელების პოზიცია ყველასთვის ცნობილი იყო, ფრანგ ცენტრალურ მცველს გუნდში დარჩენის სურვილი არ დაუკარგავს. 

სამუელმა აღნიშნა, რომ კლუბის სამედიცინო პერსონალმა მისი ტრავმის გამომწვევ რეალურ მიზეზს ვერ მიაგნო და კლუბისგან სათანადო ყურადღება აკლდა. მან მთელი ზაფხული პირად მწვრთნელთან ერთად ვარჯიშს დაუთმო და ახლა სურს, რომ შემადგენლობაში კიდევ ერთი შანსი მიიღოს. 

ჟოან ლაპორტამ, რაფაელ იუსტემ და მატეუ ალემანიმ უმტიტის განმარტებებს ყურადღებით მოუსმინეს. როცა სამუელმა საუბარი დაასრულა, ლაპორტამ თქვა, რომ ფეხბურთელს ყურადღება ნამდვილად აკლდა, მის სიტუაციაზე რონალდ კუმანს დაელაპარაკებოდა და გუნდში მნიშვნელოვანი როლის დაბრუნების კიდევ ერთ შანსს მისცემდა. 

ლაპორტას სიტყვების შემდეგ უმტიტი ცრემლებად დაიღვარა და პრეზიდენტს გადაეხვია. 

მიმდინარე სეზონში "ბარსას" ძირითად გუნდში სამუელის პოზიციაზე ჟერარ პიკე, კლემან ლანგლე, რონალდ არაუხო, ოსკარ მინგესა და ერიკ გარსია ირიცხებიან. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 8 სექტემბერი 2021 20:48
    0
    ლაპორტას სიტყვების შემდეგ უმტიტი ცრემლებად დაიღვარა და პრეზიდენტს გადაეხვია.
    მერე ვიღაცამ შამპანური გახსნა და ქეიფი ლაპორტას კაბინეტში გაგრძელდა. ჭირი-იქა ლხინი აქა....
    Culé [?]
    #10 5 სექტემბერი 2021 03:11
    0
    უემოციურესი შეხვედრა ყოფილა
    --------------------
    ARTHUGS
    წევრი [?]
    #9 4 სექტემბერი 2021 21:30
    2
    კარგია უმტიტი იმედია ფორმაში ჩადგება
    --------------------
    💜
    Culé [?]
    #8 4 სექტემბერი 2021 15:15
    8
    ეს თუ მართლა დაუბრუნდა ძველ ფორმას დაუდგეს ნებისმიერი. ხელფასიც თუ დაიკო მთლად მაგარი იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 4 სექტემბერი 2021 14:53
    4
    უმტიტი მსოფლიო ჩემპიონატამდე რა ფორმაშიც იყო თუ ისევ იმ ფორმაში შევა რა ჯობია მაგას ყველას გვინდა ეგ მაგრამ რავიცი აბა ძაან იყო ბოლო ორი სეზონი ფორმიდან ამოვარდნილი
    Culé [?]
    #6 4 სექტემბერი 2021 14:40
    9
    უმტიტიმ მსოფლიოს შესწირა კარიერათქო ვიძახდი და ვერც ვამტყუვნებდი, ტრამვით ითამაშებდა ნებისმიერი მუნდიალს ნაკრებისთვის და ამ ტიტულისთვის, კითხეთ მესის თუ არ იზამდა იგივეს. მაგრამ ამ დროს მავიწყდებოდა, რომ ის მხოლოდ 27 წლისაა 27 წელი მცველისთვსი არაფერია, წესით ამ ასაკში შედის ფორმის პიკში პროგრესირებს იძენს გამოცდილეაბს. პრობლემა ჩვენც და კამპ ნოუზე ფანებს რაც ქოდნათ "ტყუილად აღებული ხელფასი იყო". მაგრამ თუ ბარსამ არ უმკურნალა სათანადოდ, არ მიაქცია ყურადღება ე.ი ბარსაა მორიგ ფეხბურთელთან დამნაშავე. მორიგ ადამიანს უნგრევს კარიერას - თუ ახლა ისეა ხოდზე, რომ ითამაშოს მე ლენგლეს ახლაც მირჩევნია გასუქებული. ინსტიქტები მაინც აქ რაც არ ისწავლება და ფორმაზე არაა დამოკიდებული. წარმატებები მას,ა არაუხოსთან ერთად რატო არა. ვისზე ნაკლები ცენტრ. მცველია? ტოდიბო გააგდეს, მინა გააგდეს, გარსია მოიყვანეს ლოგიკა? ვუყრურებ გარსიას თამაშებს ცუდი ბიჭი არაა მარა რითი ჯობია ტოდიბოს? არ ვიცი. წარმატებეი ნებისმიერს
    გულშემატკივარი [?]
    #5 4 სექტემბერი 2021 14:33
    3
    არადა რა სასწაული ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო
    ფანი [?]
    #4 4 სექტემბერი 2021 14:32
    5
    ბარსელონას სამედიცინო პერსონალი გამოსაცვლელია ფაქტია
    Culé [?]
    #3 4 სექტემბერი 2021 14:30
    7
    ბაიერნთან არაუხო და უმტიტი ჯობია დადგნენ,ლენგლემ იმდენი ყლაპა მაშინ იზმენები დაეწყება ბავარიელებს,რომ დაინახავს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ახალბედა [?]
    #2 4 სექტემბერი 2021 14:29
    1
    ხო ეხლა ექიმებს დააბრალე, ტრამვის გამიზეზება.
    გულშემატკივარი [?]
    #1 4 სექტემბერი 2021 14:09
    3
    ლენგლეს ათასად მირჩევნია მაინც🙃მინგესა ფლანგზე უფრო კაია,არაუხოსა და პიკეს ხშირი ტრამვიანობის ფონზე მიიღებს შანსს უეჭველიი,იქნება და აღიდგინოს ფორმაა🙏