ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 4 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 4 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
4 სექტემბერს "ბარსელონამ" 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 2 მოიგეს და 4 წააგეს.
1967 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი იგორ კორნეევი. 1994/95 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 14 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
1982 წელი
"ბარსელონას" შემადგენლობაში დიეგო მარადონას ოფიციალური დებიუტი შედგა. "ვალენსიასთან" სტუმრად 1-2 წაგებულ შეხვედრაში კატალონიელთაგან ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა.
1999 წელი
76 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ემილიო ალდეკოა.
2020 წელი
ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ წასვლის სურვილის მიუხედავად ის "ბარსელონაში" რჩება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]