გრანადასთან, კადისთან და ლევანტესთან მატჩების დაწყების დრო ცნობილია

გრანადასთან, კადისთან და ლევანტესთან მატჩების დაწყების დრო ცნობილია

ახლახანს, ლა ლიგამ მიმდინარე სეზონის მე-5, მე-6 და მე-7 ტურის მატჩების კალენდარი გამოაქვეყნა. სექტემბრის ბოლო 3 შეხვედრიდან "ბარსელონა" ორს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, ერთს კი სტუმრად.

რონალდ კუმანის გუნდი მე-5 ტურში "გრანადას" 20 სექტემბერს, თბილისის დროით 23 საათზე უმასპინძლებს. მე-6 ტურის მატჩში "ბარსა" "კადისს" ეწვევა. შეხვედრა სტარტს 24 სექტემბერს, 00:00 საათზე აიღებს. 26 სექტემბერს, 18:15 საათზე კი კატალონიელები "კამპ ნოუზე" "ლევანტეს" მიიღებენ. 

ამ შეხვედრებამდე "ბარსელონას" ლა ლიგაში "სევილიასთან", ჩემპიონთა ლიგაზე კი მიუნხენის "ბაიერნთან" გამკლავება მოუწევს. 

სანაკრებო პაუზამდე ჩატარებულ 3 თამაშში "ბარსას" 7 ქულა აქვს - "რეალის", "ატლეტიკოს", "სევილიას", "ვალენსიასა" და "მალიორკას" მსგავსად. სამივე თამაშის მოგება ვერცერთმა კლუბმა ვერ მოახერხა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 სექტემბერი 2021 21:20
    0
    რა აზრი აქვს ეხლა გავიგო როდის ხვდება კადისს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 სექტემბერი 2021 01:11
    0
    მაგაეებს რა უჭირს ჩვენგან განსხვავებით
    --------------------
    THUGS