ლუკ დე იონგის პრეზენტაცია, შესაძლოა, ორშაბათს შედგეს

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, "ბარსელონადან" ანტუან გრიზმანის წასვლის გამო, კატალონიელებმა "სევილიადან" ლუკ დე იონგი იჯარით აიყვანეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი თავდამსხმელის პრეზენტაცია, შესაძლოა, ორშაბათს, 6 სექტემბერს შედგეს.
კატალონიური გამოცემის ცნობით, ჟოან ლაპორტამ და მატეუ ალემანიმ, დატვირთული ბოლო დღეების შემდეგ, რამდენიმე დღით დასვენება გადაწყვიტეს, რის გამოც დე იონგის "კამპ ნოუზე" წარდგენა მომდევნო კვირამდე გადაიდო.
ლუკი "ბარსას" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, სეზონის ბოლოს კი კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]