ხუან რომან რიკელმე: ვფიქრობ, მესი კარიერას ბარსაში დაასრულებს

ხუან რომან რიკელმე: ვფიქრობ, მესი კარიერას ბარსაში დაასრულებს

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხუან რომან რიკელმემ, ESPN-თან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

იმედი მაქვს, რომ ლეო პარიზში ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებას გააგრძელებს. არ ვიცი, მისი "პარი სენ-ჟერმენში" ხილვა უცნაური იქნება თუ არა, მაგრამ მის ნეიმართან და მბაპესთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი. თუ ახლა "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მაშინ, ეს არასდროს მოხდება.

დარწმუნებული ვარ, რომ მესი კარიერას "ბარსელონაში" დაასრულებს. ვფიქრობ, რომ იგი პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს და შემდეგ "ბარსელონაში" დაბრუნდება.

- ამბობს რიკელმე, რომელიც ამჟამად "ბოკა ხუნიორსის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

ლეოს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულების ამოწურვის დროს, იგი 36 წლის იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 სექტემბერი 2021 18:55
    2
    ციტატა: nika 54
    ისე ამ ბარსას სტილში თამაშს 36 წლის ლეოც შეძლებს, არ გაგიკვირდეთ და ასეა.

    კიდე უფრო მეტსაც შეძლებს
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 სექტემბერი 2021 14:51
    2
    ისე ამ ბარსას სტილში თამაშს 36 წლის ლეოც შეძლებს, არ გაგიკვირდეთ და ასეა.