ესპანეთის ნაკრები შვედეთთან დამარცხდა (1-2)

ესპანეთის ნაკრები შვედეთთან დამარცხდა (1-2)

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში, ესპანეთის ნაკრები სტუმრად, შვედეთის ნაკრებთან, ანგარიშით 1-2, დამარცხდა.

მე-5 წუთზე ანგარიში კარლოს სოლერმა გახსნა, რასაც ერთ წუთში ალექსანდრ ისაკმა უპასუხა. გამარჯვების გოლი 57-ე წუთზე ვიქტორ კლაესონმა გაიტანა. მოედანზე 90 წუთი გაატარეს ერიკ გარსიამ და ჟორდი ალბამ. სერჟიო ბუსკეტსი კი ლუის ენრიკემ 85-ე წუთზე შეცვალა.

შედეგად, B ჯგუფში ესპანეთი 7 ქულით მეორე ადგილს იკავებს, პირველს კი - შვედეთი 9 ქულით. ამავე ჯგუფში ასპარეზობს საქართველოს ნაკრები, რომელიც კოსოვოსთან განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ, 1 ქულით, ბოლო ადგილზეა.

ასევე, გამთენიას, შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა სამხრეთ ამერიკაშიც. ბარსელონელთა შორის, მასში მონაწილეობას მხოლოდ რონალდ არაუხო იღებდა, თუმცა 22 წლის ფეხბურთელმა პერუსთან შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. 7 ტურის შემდეგ, ოსკარ ტაბარესის გუნდი მეოთხე ადგილზე იმყოფება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 3 სექტემბერი 2021 18:53
    0
    ციტატა: nika 54
    ანუ საქართველომ წააგო ამ ჯგუფში და ჩვენ ესპანეთს მივტირით?

    არა ესპანეთიც მკიდია. სადღაა ესპანეთის საბალეშიკო ფეხბურთელები
    --------------------
    ARTHUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 სექტემბერი 2021 13:35
    1
    ანუ საქართველომ წააგო ამ ჯგუფში და ჩვენ ესპანეთს მივტირით?