ჩავი: ”კლასიკოს წინ ”ბარსა” შესანიშნავ ფორმაშია”

  • 15-04-2011, 13:41
  • ჩავი: ”კლასიკოს წინ ”ბარსა” შესანიშნავ ფორმაშია”

    ესპანური ”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა გაზეთ ”as”-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ”კლასიკოს” წინ კატალონიელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან.

    ამას გარდა ჩავიმ აღნიშნა სპორტული იღბალის როლი თამაშში, რომელიც 16 აპრილს, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის რანგში ჩატარდება.

    ”მადრიდის ”რეალთან” გასამართი მატჩის წინ გუნდი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება. ჩვენ არ ვართ დაღლილები და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ნათელი გონებით ვითამაშოთ. ჩვენ ფეხბურთელებს შესწევთ იმის ძალა, რომ მთელი 90 წუთი ერთ ტემპში ითამაშონ. ამის გამო მე ვფიქრობ, რომ სეზონის უმნიშვნელოვანეს ფაზაში ”ბარსა” შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ჩვენ მზად ვართ, რომ ”რეალი” დავამარცხოთ, უბრალოდ დაგვჭირდება მცირე სპორტული იღბალი” - განაცხადა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV