ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

2 სექტემბერს "ბარსელონამ" 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს და 2 წააგეს.

1938 წელი

ესპანეთის სამოქალაქო ომში 31 წლის ასაკში დაიღუპა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ანხელ აროშა.

1984 წელი

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში ტერი ვენეიბლზის სადებიუტო მატჩში "ბლაუგრანამ" "რეალი" მადრიდში 3-0 გაანადგურა. ანგარიში ანხელმა ავტოგოლით გახსნა, რასაც კატალონიელთა მხრიდან გოლები დებიუტანტებმა, არჩიბალდმა და კალდერემ დაამატეს.

1989 წელი

ლა ლიგაში "ვალიადოლიდთან" სტუმრად 0-2 წაგებულ შეხვედრაში "ბარსელონას" მაისურით რონალდ კუმანისა და მიკაელ ლაუდრუპის ოფიციალური დებიუტი შედგა.

2007 წელი

"ბილბაოსთან" 3-1 მოგება ჩავისთვის ლა ლიგაში 250-ე თამაში გამოდგა.

2018 წელი

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" "უესკა" 8-2 გაანადგურა. კატალონიელთა მხრიდან გოლები მესიმ (2), სუარესმა (2), დემბელემ, რაკიტიჩმა და ალბამ გახსნეს, ხოლო ერთი ბურთი საკუთარ კარში პულიდომ ჩაჭრა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 სექტემბერი 2021 14:11
    0
    ვალვერდეს ბარსას მგონი 8 გოლი მეტჯერ არც გაუტანია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 2 სექტემბერი 2021 13:57
    1
    2007 წელი
    "ბილბაოსთან" 3-1 მოგება ჩავისთვის ლა ლიგაში 250-ე თამაში გამოდგა 2007 წელი
    "ბილბაოსთან" 3-1 მოგება ჩავისთვის ლა ლიგაში 250-ე თამაში გამოდგა
    --------------------
    THUGS