ანსუ ფატი გრიზმანსა და მორიბას ემშვიდობება

ანსუ ფატი გრიზმანსა და მორიბას ემშვიდობება

"ბარსელონას" ახალი 10-იანი, ანსუ ფატი გუნდიდან წასულ ორ ფეხბურთელს - ანტუან გრიზმანსა და ილაიშ მორიბას ემშვიდობება.

გრიზმანს:

ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, კუმირო. ძალიან მომენატრები. მადლობა ყველაფრისთვის.

მორიბას:

ძმაო, კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებებს გისურვებ. ბავშვობიდან, "ლა მასიაში" ერთად ვიზრდებოდით - კარგ და ცუდ პერიოდებში, შენ მუდამ მხარს მიჭერდი. მომენატრები... მაგრამ, კარგად იცი, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება. ისიამოვნე შენი ახალი გამოწვევით. მუდამ, ერთად! ❤

ცნობისთვის, ანსუ ფატი და ილაიშ მორიბა კარგი მეგობრები არიან.

გრიზმანი კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს, მორიბა კი "ლაიფციგში" გადაბარგდა.

რაც შეეხება ანსუმანეს, დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ 18 წლის შემტევი ლეო მესის მიერ დატოვებულ 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 2 სექტემბერი 2021 14:20
    0
    ცნობისთვის, ანსუ ფატი და ილაიშ მორიბა კარგი მეგობრები არიან.
    ეგრეა: ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო.(ქარტული ანდაზაა) იგივეს თქმა შეიძლება მესი სუარესზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 2 სექტემბერი 2021 05:08
    0
    ციტატა: akaki
    დავიჯერო რომ ბრაითვეითი გრიზმანზე უკეთესია?

    გრიზმანი ერიდება ხიფათებს, არ უნდა რომ მასზე იძალადონ და ტრამვა მიიღოს ამიტომ ცდილობს სანამ წააქცევენ მანამდე ან თავისიანს მისცეს პასი ან ჩააბაროს. ბრაითი კიდე ცდილობს რაღაცას და ჩემი აზრით თუ არ ეცადე მარტო ტალანტი არაფერს გიშველის
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 2 სექტემბერი 2021 00:11
    1
    ციტატა: La Pulga10
    ციტატა: rivaldo80
    და ალბას რომ რამე მოუვიდეს რა უნდა ვქნათ ??🤔🤔🤔

    ბალდე,მაგრამ ხისთავა დესტ გადაწევს მარცხენა ფკანგზე და მარჯვნივ ან რობერტო ან მინგესა დადგება.

    სრულ შემადგენლობაში 30 კაცში ბალდე , ნიკო და გავი არ არიან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 სექტემბერი 2021 23:02
    0
    საღოლ კაი სტატიაა ლამაზად დაწერილი და მარტივად წასაკითხი
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #5 1 სექტემბერი 2021 22:41
    0
    ციტატა: La Pulga10
    ციტატა: rivaldo80
    და ალბას რომ რამე მოუვიდეს რა უნდა ვქნათ ??🤔🤔🤔

    ბალდე,მაგრამ ხისთავა დესტ გადაწევს მარცხენა ფკანგზე და მარჯვნივ ან რობერტო ან მინგესა დადგება.

    ბალდე მეორე გუნდში მოისროლეს აშკარად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 სექტემბერი 2021 22:35
    2
    ციტატა: rivaldo80
    და ალბას რომ რამე მოუვიდეს რა უნდა ვქნათ ??🤔🤔🤔

    ბალდე,მაგრამ ხისთავა დესტ გადაწევს მარცხენა ფკანგზე და მარჯვნივ ან რობერტო ან მინგესა დადგება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #3 1 სექტემბერი 2021 22:35
    2
    დავიჯერო რომ ბრაითვეითი გრიზმანზე უკეთესია?
    Culé [?]
    #2 1 სექტემბერი 2021 22:22
    2
    და ალბას რომ რამე მოუვიდეს რა უნდა ვქნათ ??🤔🤔🤔
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 სექტემბერი 2021 22:10
    2
    სევილიას მერე უნდა ათამაშოს ეს.ოღონდ ნელ-ნელა 90 წუთი კი არა.15-20 და გაზარდოს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid