როგორი შედეგები აქვს ლუკ დე იონგს რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით?

როგორი შედეგები აქვს ლუკ დე იონგს რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით?

"ბარსელონამ" 2021 წლის სატრანსფერო აქტივობა "სევილიადან" 31 წლის თავდამსხმელის, ლუკ დე იონგის იჯარით აყვანით დაასრულა.

ამ ტრანსფერმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. დე იონგი გუნდში ანტუან გრიზმანის ნაცვლად მოვიდა. ტრანსფერი ფინანსურად ძალიან მომგებიანია - "ბარსელონა" თითქმის 100 მილიონ ევროს დაზოგავს. მაგრამ ფეხბურთში მთავარი ისაა, რა ხდება მოედანზე და არა საბანკო ანგარიშზე. მართალია, გრიზმანი "ბარსელონაში" არ ბრწყინავდა, მაგრამ დე იონგისგან ფრანგის მსგავსი თამაშიც კი არაა მოსალოდნელი. ამის მიზეზი ისაა, რომ ლუკმა ესპანეთში, კონკრეტულად კი "სევილიაში" თავის კარგად წარმოჩენა ვერ შეძლო. ესპანურ გუნდში ჩატარებულ 94 თამაშში მის აქტივში 19 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა. გასულ სეზონში ის "სევილიას" სათადარიგო ფეხბურთელი იყო და რა უნდა "სევილიას" სათადარიგოს "ბარსელონაში"?

გაჩნდა იმედი, რომ ლუკ დე იონგი რონალდ კუმანის ხელში უკეთ ათამაშდება. გვაქვს ამის ფიქრის საფუძველი? 31 წლის ფეხბურთელს ნიდერლანდების ნაკრებში 38 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. კუმანის ხელმძღვანელობით მან 11 შეხვედრაში ითამაშა, თავი კი მხოლოდ 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნაკრებში საუკეთესო პერიოდი მას კუმანის წასვლის შემდეგ, 2021 წელს აქვს - 6 თამაშში 3 გოლი. შესაბამისად, პასუხია არა! არსებული მონაცემებით ირკვევა, რომ კუმანმა არ იცის, როგორ უნდა ათამაშოს ლუკ დე იონგი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 1 სექტემბერი 2021 22:46
    0
    კუმანმა ბევრი რამე არ იცის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 1 სექტემბერი 2021 22:19
    1
    შეტევაში მარადონა , რონალდო , რომარიო , სუარესი , მესი რომ გეყოლება და ეხლა კი " მრისხანე დუოს " (ბრაიტვეიტ & ლუკ დე იონგი) მოლოდინში ხარ joy joy joy joy joy joy joy
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 1 სექტემბერი 2021 20:42
    0
    Oh terrible
    --------------------
    THUGS
    გულშემატკივარი [?]
    #10 1 სექტემბერი 2021 14:28
    2
    ლაპორტამ თქვა ბარსა უსარგებლო ფეხბურთელებს აღარ შეიძენსო და აბა ეს ვინაა?დ სევილიაშიც კი ზამენაზე იჯდა ტიპი.დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 1 სექტემბერი 2021 13:54
    5
    მაგარი იმედის მომცემი სტატიაა
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 1 სექტემბერი 2021 13:22
    1
    მაღალი ჩაწოდებები და ჯაჯგური...
    აი ეს უნდოდა კუმანს
    Culé [?]
    #7 1 სექტემბერი 2021 13:22
    6
    ნუ საოცარი შეტევის ხაზი გვყავს : დე იონგი -ბრაითვეიტის სახით , მარტო ლა ლიგიდ კი არა , ჩემპიონთა ლიგაზეც კი ფეხები უკანკალებს უკვე ყველას !! ამაზე დიდი დაცინვა გუნდის , ჯერ არ მახსოვს , სათადარიგოთა სკამზეც კი არასოდეს მჯდარა ესეთი დონის ფეხბურთელი , ნუ მე რაც მახსოვს ყოველშემთხვევაში . მანაი არ ჯობდა ამას დავიჯერო ? ან ლა მასიაში არავინ მოიძებნა ? კუმანის ახირებების შემყურე უნდა ვიყვეთ მთელი წელი ისევ ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 სექტემბერი 2021 13:21
    2
    მოკლედ როგორ გვაჩმორებს ყველა ვისაც არ ეზარება. ჩვენ არენდით ვუშვებდით პიანიჩს და 50% ხელფასი უნდა გვეხადა. ეს დე იონგი ბალასტი მოვაცილეთ სევილიას და ხელფასს ისევ ჩვენ 100% ვიხდით. გრიზმანი ვერ დაბრუნდებაო სერესომ, არ გავიცვალა არავიში და სუარესი რო დაიმტვრა კაი ხნით გამოაკლდა, მოკიდა სუარესს და წაიყვანა. ეხლა არ გაუტყდებათ ფანებს? თუ გგონიათ ორი წლის წინ 120 მილიონად გაყიდულში გაისად 40 მილიონს მოგვცემენ მაგრად ცდებით. მოგვიგდებენ უკან როგორც ბაიერნმა კოუ მოგვიგდო. დაბრუნდება სუარესი და გრიზმანსაც ეტყვიან ნა ვიხოდ-ო. ეხ ლაპორტა რა იმედი მქონდა რო ბარსას არავის დააჩაგრინებდა მაგრამ არა ყველაფერი მეორდება.
    Culé [?]
    #5 1 სექტემბერი 2021 13:05
    4
    კუმანმა კიარა დე იონგმა არ იცის როგორ ითამაშოს, იყო სევილიას სკამის ფეხბურთელი იქნ3ბა ბარსას სკამის ფეხბურთელი მე პირადად მანაი დაეტოვებინათ მერჩივნა
    [?]
    #4 1 სექტემბერი 2021 12:49
    3
    დეპაი დე იონგის წყვილი მაგარი იყო პსვ ში 30-30 გოლი რო ყარეს მარა იმის მერე ამ შლანგს ფეხბურთი აღარ უთამაშია, მაზვის მეფეა. დაგვცინა მაგრად ლაპომ
    წევრი [?]
    #3 1 სექტემბერი 2021 12:48
    5
    ლუკ დე იონგს 40 წლის სუარეზიც აჯობებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 სექტემბერი 2021 12:33
    7
    კი გეთანხმებით რომ მთავარია მოედანზე რახდება და არა საბანკო ანგარიშზე მაგრამ დღეს ეგ საბანკო ანგარიში რო მნიშვნელოვანი ნაწილია ფეხბურთის არსებობაში მაგაზე ნუ ვიკამათებთ. რომარა საბანკო ანგარიშზე ნახევარ მილიარდზე მეტი დავალიანება ახლა მესის კვლავ ბარსას მაისურე ეცმეოდა, ლუკ დეიონგს კიარა ჰაალანდს მოიყვანდნენ და ასე შემდეგ. როცა გრიზმანი მოედანზე ვერაფერს აკეტებს და თვის ბოლოს მილიონებს ჯიბეში იდებს ჯობია ლუკ დეიონგი გყავდეს იმანაც ვერაფერი აკეთოს და ფინანსურად დადებითად მაინც აიღნიშნოს საბანკო ანგარიშზე + აგუერო დაბრუნდება ერთ ორ თვეში და ცენტრ ფორვარდი ოს ოქნება რაც მთავარია დეპაიზე გადაეწყობა თამაში მაგ ბიჭს აქვს ლიდერობის თვისებები და არა გრიზმანს barca-4
    ფანი [?]
    #1 1 სექტემბერი 2021 12:29
    6
    კუმანმა ლუკ დეიონგი სად უნდა ათამაშოს კი არა, ჯერჯერობით ის არ იცის რომელი კლუბის მწვრთნელია და რა მართებს.
    დე იონგი კი ცხადია ჩვენთანაც სათადარიგოზე გადაინაცვლებს ლოგიკაში ასე ჯდება ყოველშემთხვევაში, მაგრამ იმ ამოტრიალებულ ტვინიანს რა წამოუვლის ჩემმა მტერმა იცის და არცაა გამორიცხული შეტევაში ბრეიტა დე იონგი დეპაი მივიღოთ, ხოლო კოუ კი ისევ სკამზე.