ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 1 სექტემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 1 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

1 სექტემბერს "ბარსელონამ" 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.

1956 წელი

ჩემპიონთა თასის იმჟამინდელმა გამარჯვებულმა, მადრიდის "რეალ მადრიდმა" ქალაქ ბარსელონას გუნდთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 7-3 მოიგო.

1969 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი (1990-2004) ხელბურთელი ენრიკ მასიპი.

1976 წელი

სალვადორ სადურნის, ანტონი ტორესისა და ჟოაკიმ რიფეს გაცილების მატჩში "ბარსელონამ" "რეიმსს" 2-0 მოუგო. გოლები ნეესკენსმა და ოლმომ გაიტანეს.

1981 წელი

კარლეს რეშაკის გამოსამშვიდობებელ მატჩში "ბარსელონამ" არგენტინის ნაკრები 1-0 დაამარცხა.

1990 წელი

"ბარსელონაში" ხრისტო სტოიჩკოვის დებიუტი შედგა. "ბლაუგრანამ" გასვლით დერბიში "ესპანიოლი" სწორედ ბულგარელის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

1995 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი მუნირ ელ ჰადადი. 2013-2019 წლებში მუნირმა "ბლაუგრანას" მაისურით 59 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. კატალონიურ გუნდში მან 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.

1997 წელი

68 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი უნგრელი ფეხბურთელი ზოლტან ციბორი.

1998 წელი

"ბარსელონამ" გულშემატკივრებს პატრიკ კლუივერტი წარუდგინა.

2017 წელი

აგუსტი ბენედიტომ ჟოზეპ მარია ბართომეუსა და მისი გუნდის წინააღმდეგ უნდობლობის საკითხი აღძრა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 1 სექტემბერი 2021 20:42
    0
    Great yeah and day is 2001 and 2003 and 2005
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 სექტემბერი 2021 13:28
    0
    ციტატა: Iniesta_8
    გრიზმანის იჯარიდან 10 მილიონი შემოვიდა, გარდა ამისა 17 მილიონის ხელფასი დაიზოგა და სეზონის ბოლოს 40 მილიონსაც გადაიხდის ატლეტიკო. ანუ ჯამში 67 მილიონის შემოსავალი ნახეს, მაგ ფასად ისედაც კი უნდა გაყიდულიყო მარა რაღა ატლეტიკოში, ისევ კონკურენტს გაძლიერებით. ფინანსური კუთხით არაუშავს, მარა შემცვლელად რაღა ლუკ დეიონგი მოყავთ. ვერაფერს იზამს ამ 1 წელში. კავანი მართლა კაი იქნებოდა მარა არ ქნა მანჩესტერმა. ერთადერთი ფატის იმედი მაქვს რომ დაბრუნდება და დაიწყებს გოლების გატანას.

    სად წაიკითხე რო ატლეტიკომ 10 მილიონი გადაგვიხადა? მეორეც ატლეტიკო ისე მოგვცემს მაგაში 40 მილიონს როგორც ბაიერნმა მოგვცა კოუტინიოში. მორჩება სუარესი და დააბრუნებენ უკან.
    Culé [?]
    #5 1 სექტემბერი 2021 12:20
    0
    გრიზმანის იჯარიდან 10 მილიონი შემოვიდა, გარდა ამისა 17 მილიონის ხელფასი დაიზოგა და სეზონის ბოლოს 40 მილიონსაც გადაიხდის ატლეტიკო. ანუ ჯამში 67 მილიონის შემოსავალი ნახეს, მაგ ფასად ისედაც კი უნდა გაყიდულიყო მარა რაღა ატლეტიკოში, ისევ კონკურენტს გაძლიერებით. ფინანსური კუთხით არაუშავს, მარა შემცვლელად რაღა ლუკ დეიონგი მოყავთ. ვერაფერს იზამს ამ 1 წელში. კავანი მართლა კაი იქნებოდა მარა არ ქნა მანჩესტერმა. ერთადერთი ფატის იმედი მაქვს რომ დაბრუნდება და დაიწყებს გოლების გატანას.
    გულშემატკივარი [?]
    #4 1 სექტემბერი 2021 12:10
    0
    კიდე რას ვერ ჩავწვდი. უშვებ მარჯვენა მცველს მოიყვანე რა შე კაი დედმამიშვილო ვინმე. აგერ ბეტისმა ბელერინი ინათხოვრა ჩვენი აღზრდილია სწრაფი კარგი ფეხბურთელია როტაციაში იქნებოდა მარა მოგვიწევს ისევ რობერტოს ფაფხურის ყურება დაცვაში

    შტეგენი
    დესტი პიკე არაუხო ალბა
    დეიონგი ბუსკეცი კოუტინიო
    დემბელე დეპაი ფატი
    ეს უნდა იყოს ძირითადი რო რაღაცას მივაღწიოთ ცუდი შემადგენლობა არაა შეტევა კარგი გვეყოლება სუყველა ტექნიკურია პლიუს უკნიდან კოუტინიო და დეიონგი მიეშველებიან და გოლების გატანა არ გაგვიჭირდება აი დაცვამ უნდა მოუმატოს ძალიან. სკამიდან აგუერო დეიონგი. კოლლაოდც გაუშვეს თუ გრიზმანს უშვებდნენ ეგ მაინც დაეტოვათ სკამზე ვინგერი აღარ გვრჩება არავინ 18 წლის დემირს თუ არ ჩავთვლით
    ფანი [?]
    #3 1 სექტემბერი 2021 11:45
    0
    ეხლა მთავარი საქმე არის მწვრთნელზე დამოკიდებული. მიუხედავათ იმისა რო გუნდი ბევრმა ვარსკვლავმა დატოვა ასე თუ ისე რესურსი მაინც დიდი აქვს უბრალოდ 2 საკითხია ერთი მწვრთნელი როგორ აათამაშებს გუნდს და მეორე საკითხია ცოტა იღბალი აგუეროს ტრამვები და სხვა ფეხბურთელების. აგუერო კაი ფორმაში რო დაბრუნდეს წინ გვეყოლება დეპაი აგუერო დემბლელე ესენი თუ ათამაშდნენ არ იქნებიან მარტივი მეტოქეები სხვებისთვის ასევე ფატის დაბრუნებას ველოდებით. ფაქტია საერთოდ
    ახალი ფურცლიდან იწყება ბარსას თავგადასავალი. დეპაი ძალიან მაგარია და ამ კაცის მეიმედება რო ულიდერებს გუნდს. ერთადერთი ვერ გავიგე დეიონგის ტრანსფერი საერთოდ არ მგონია ბარსას სტილის მაგრამ რეალურად რო დავფიქრდეთ გრიზმანი მხოლოდ სახელით ჯობია არამგონია მაგაზე უარესად ითამაშოს. ვნახოთ რა იქნება მე მაინც მგონია ამ წელს მხოლოდ კოპას თუ დავჯერდებით. ატლეტიკოც სერიოზულად გავაძლიერეთ ნაბიჭვარი გრიზმანი მანდ გაიგიჯებს ეხლა თავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 სექტემბერი 2021 11:04
    0
    მუნირის სურათი, რომ ვნახე გული გადამიქანდა, ესეც ხომ არ მოიყვანესთქო.
    გულშემატკივარი [?]
    #1 1 სექტემბერი 2021 10:41
    1
    როგორ მინდა, რომ დეპაი დეიონგი და შტეგენი წავიდნენ ამ ბარსადან და თავის კარიერას მიხედონ. ჩვენ კიდევ ვუყუროთ ესპანური არსენალის თამაშებს. ვსო წელს არანაირი ტიტული, კოპასაც ვეღარ მოვიგებთ და შეილება ლიგაზეც ვერ მოვხვდეთ აი ნახეთ.