ედინსონ კავანის ბარსელონაში ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედმა დაბლოკა

ედინსონ კავანის ბარსელონაში ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედმა დაბლოკა

დღეს გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსელონას", "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ედინსონ კავანი შესთავაზეს, თუმცა კლუბმა ფეხბურთელის შეძენა მისი მაღალი ხელფასის გამო გამორიცხა.

ახლა კი, RAC1-ის სანდო ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ურუგვაელი შემტევი "ბარსაში" გადასვლაზე თანახმა იყო, მაგრამ ტრანსფერი "წითელმა ეშმაკებმა" დაბლოკეს, რადგან ამჟამად, ინგლისელებს გამოცდილი მოთამაშის გაშვება არ სურთ.

როგორც ცნობილია, "ელ მატადორი" გუნდში თავისი ახალი როლით კმაყოფილი არაა და, "ოლდ ტრაფორდზე" კრიშტიანუ რონალდუს გადაბარგების შემდეგ, ის სხვა კლუბში გადასვლას აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 31 აგვისტო 2021 18:55
    0
    პაპაჩემია თავისუფალი აგენტი, შეგიძლიათ დაიმატოთ, პენია აქვს იკმარებს იმას, მოაწყეთ კათარზისი....)))))
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    გულშემატკივარი [?]
    #2 31 აგვისტო 2021 15:39
    3
    ციტატა: vitorborbafereira
    ვალენსიას დაემსგავსა ეს უდიდესი კლუბი ლაპორტას ხელში სუფთა მკუანა სლე

    მესის მამამ პირდაპირ თქვა რომ ლეო სირ ლაპორტაზეა გაბრაზებული

    გამოიყენა მოიგო არჩევნები და მერე გააგდო

    კლუბი ფინანსურად იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, სჯობს რამდენიმე სეზონი ვერაფერი მოვიგოთ, ვიდრე საერთოდ გაკოტრდეს უაზრო გადაწყვეტილებებით. ყველაფრის შემდეგ ვინმეს ილუზია ჰქონდა, რომ ლაპორტა მოვიდოდა და პირველივე სეზონში ფეხზე დააყენებდა კლუბს, ან ტიტულებს მოიგებდა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 აგვისტო 2021 15:10
    1
    რასაც ამაში მოითხოვდნენ, ალბათ მესის გაფორმებას ეყოფოდა.