ედინსონ კავანის ბარსელონაში გადმოსვლა გამოირიცხა

ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, ედინსონ კავანის "ბარსელონაში" შესაძლო გადმოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, ახლახან გავრცელებული ცნობებით, ურუგვაელი შემტევის კატალონიურ კლუბში ტრანსფერი არ შედგება.
Esport3-ის ცნობით, მიუხედავად კავანის მომსახურების შეთავაზებისა, "ბარსელონამ" 34 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი გამორიცხა. ამის მიზეზი ედინსონის მაღალი ხელფასია.
იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ასევე იტყობინება, რომ კავანი "მანჩესტერის" დატოვებას ამ ზაფხულში არ განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანა" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თავდამსხმელის შეძენას მაინც შეეცდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]