ბარსელონა დანი ოლმოთი ინტერესდება
ბოლო საათებში "ლაიფციგის" 23 წლის შემტევი ნახევარმცველი დანი ოლმო "ბარსელონას" დაუკავშირეს.
The Telegraph-ის ჟურნალისტის, მაიკ მაკგრათის ინფორმაციით, "ბარსელონამ" "ლაიფციგთან" ოლმოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა.
ოლმო "ბარსას" სკოლის აღზრდილია. ესპანელი ფეხბურთელი "ლა მასიაში" 2007-2014 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც იგი 16 წლის ასაკში ზაგრების "დინამოს" შეუერთდა.
დანი ოლმო "ლაიფციგში" 2020 წლის იანვრიდან თამაშობს. მან გასულ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]