ედინსონ კავანი ბარსელონას შესთავაზეს - MD

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ედინსონ კავანი "ბარსელონას" შესთავაზეს.
MD-ის ცნობით, კატალონიურ კლუბში მიიჩნევენ, რომ ურუგვაელი შემტევის ტრანსფერის განხორციელება მისი მაღალი ხელფასის გამო რთულია, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
ივარაუდება, რომ 34 წლის ფეხბურთელი მზადაა, "მანჩესტერი" დატოვოს მას შემდეგ, რაც "წითელ ეშმაკებს" კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" თავდამსხმელის შეძენას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ეცდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კავანის გადმოსვლის შანსები არსებობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]