ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 29 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 29 აგვისტოს მოხდა.
თამაშები
29 აგვისტოს "ბარსელონამ" 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს და 1 წააგეს.
2002 წელი
"ლა მასიას" აღზრდილი ივან დე ლა პენია "ბარსელონადან" "ესპანიოლში" გადავიდა.
2004 წელი
ლა ლიგის პირველ ტურში "რასინგთან" სტუმრად 2-0 მოგებულ შეხვედრაში "ბარსელონას" მაისურით სამუელ ეტო'ოს, ჰენრიკ ლარსონის, ლუდოვიკ ჟიულის, დეკუსა და ჟულიანო ბელეტის დებიუტი შედგა. ორივე გოლი დებიუტანტებმა გაიტანეს - ჟიულიმ და ეტო'ომ.
2012 წელი
ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალთან" სტუმრად 1-2 წააგო. ორმატჩიანი დაპირისპირება 4-4 დასრულდა, სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით კი გამარჯვებული მადრიდული გუნდი გახდა.
2021 წელი
ლა ლიგაში "ხეტაფესთან" 2-1 მოგებულ შეხვედრაში "ბარსელონას" მაისურით გავის დებიუტი შედგა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]