იუსუფ დემირი ავსტრიის ნაკრების განაცხადში მოხვდა

18 წლის შემტევი, იუსუფ დემირი, რომელიც "ბარსელონას" შემადგენლობაში ვენის "რაპიდიდან" იჯარით თამაშობს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო 3 მატჩისთვის ავსტრიის ნაკრების განაცხადში მოხვდა.
ავსტრია საწყის ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს: 1 სექტემბერს მოლდოვას, 4 სექტემბერს კი ისრაელის წინააღმდეგ; 7 სექტემბერს კი შოტლანდიას უმასპინძლებს.
დემირს ეროვნულ გუნდში აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი მარტში, ფარერის კუნძულებთან 3-1 მოგებულ შეხვედრაში შედგა.
იუსუფმა, რომელიც თავდაპირველად სარეზერვო გუნდის მოთამაშედ მოიაზრებოდა, პრესეზონის მატჩებში ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ "ბარსას" ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსი მიიღო. მომდევნო ზაფხულში კლუბი მის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, რის შემდეგაც დემირი "ბლაუგრანას" სრულფასოვანი მოთამაშე გახდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]