ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 27 აგვისტო

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 27 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

27 აგვისტოს "ბარსელონამ" 5 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს და 1 ფრე დაასრულეს.

1922 წელი

"ჟოვენტუტ რეპუბლიკანასთან" 10-0 მოგებულ შეხვედრაში კლემენტე გრასიამ სეზონში თავისი 59-ე გოლი გაიტანა და დაამყარა რეკორდი, რომელიც 2011/12 წლების სეზონამდე ვერავინ მოხსნა.

1977 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი პორტუგალიელი ნახევარმცველი დეკუ. 2004-2008 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 164 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. დეკუმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

1981 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ბრაზილიელი მცველი მაქსველი. 2009-2012 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 90 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მაქსველმა კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1994 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "სარაგოსასთან" სტუმრად 2-0 მოიგო. გოლები სტოიჩკოვმა და ამორმა გაიტანეს.

2019 წელი

"ბარსელონასა" და "აიაქსის" 19 წლამდელთა გუნდების მატჩით გაიხსნა იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონი, რომელზეც "ბარსა ატლეტიკი", ქალთა გუნდი და 19 წლამდელთა გუნდი თამაშობენ.

2025 წელი

"ბილბაოსთან" ანგარიშით 2-1 მოგებულ შეხვედრაში დანი ოლმომ "ბარსელონას" მაისურით პირველი თამაში ჩაატარა და სადებიუტო გოლიც გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 27 აგვისტო 2021 22:44
    0
    საინტერესო დღე იყო 👏🏻❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 აგვისტო 2021 15:29
    0
    1922 წელი
    "ჟოვენტუტ რეპუბლიკანასთან" 10-0 მოგებულ შეხვედრაში კლემენტე გრასიამ სეზონში თავისი 59-ე გოლი გაიტანა და დაამყარა რეკორდი, რომელიც 2011/12 წლების სეზონამდე ვერავინ მოხსნა.
    ძალიან მეეჭვება ვინმემ ლეოს რეკორდი გააუმჯობესოს, თუ რამე ცვლილებები არ მოხდა ფეხბურთის წესებში: მაგალითად ოფსაიდის გაუქმება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 აგვისტო 2021 15:27
    0
    2019 წელი
    --------------------
    THUGS