ალეშია პუტელიასი UEFA-ს წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელია

ალეშია პუტელიასი UEFA-ს წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელია

"ბარსელონას" ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია - ლუის კორტესის შეგირდებმა ტურნირი საკმაოდ დამაჯერებლად მოიგეს.

შესაბამისად, UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მხოლოდ "ბარსელონელი" გოგონები - ლიეკე მარტენსი, ჯენი ერმოსო და ალეშია პუტელიასი იბრძოდნენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯილდოს მფლობელი ალეშია პუტელიასია.

UEFA წლის საუკეთესო ქალ მოთამაშეებს 2013 წლიდან აჯილდოებს. გასულ წელს ტიტულის მფლობელი "ჩელსის" შემტევი ნახევარმცველი, პერნილე ჰარდერი გახდა.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ლუის კორტესი, რომელიც "ბარსას" თავკაცი აღარაა, UEFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტთა შორის იმყოფებოდა და გამარჯვებულიც გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 აგვისტო 2021 16:10
    0
    რაც მთავარია მეკარეც, მცველიც, ნახევარმცველიც და თავდამსხმელიც ბარსელონა მოთამაშეა. თავის მწვრთნელიანად. რამე გასათამაშებელი რო ყოფილიყო კიდევ, იმასაც ამათ მისცემდნენ.
    Culé [?]
    #3 26 აგვისტო 2021 22:17
    0
    Chventan rom iyo ert dros ხავი ანრი მესი
    --------------------
    ARTHUGS
    ფანი [?]
    #2 26 აგვისტო 2021 21:32
    0
    ციტატა: C.PC5
    მორჩა მე გოგოების ყურებას ვიწყებ და თქვენ ითხარეთ ნერვები ამ უქნარა კაცებზე satisfied ვულოცავ გოგოებს და მალე კაცებშიც გვენახოს ბარსას ასეთი თუ არა ამის ნახევარი დომინაცია მაინც და მერე კი ვიცით რა გუნდიც შენდება wink

    თუ აქამდე არ უყურებდი დაიწყე ყურება , არ ინანებ სულ სხვანაირი მოგეჩვენება ფეხბურთი, სხვა გამოცდილებასავითაა. თან კაცებს თუ გავითვალისწინებთ რა დღეშიც არიან.
    Culé [?]
    #1 26 აგვისტო 2021 21:27
    0
    მორჩა მე გოგოების ყურებას ვიწყებ და თქვენ ითხარეთ ნერვები ამ უქნარა კაცებზე satisfied ვულოცავ გოგოებს და მალე კაცებშიც გვენახოს ბარსას ასეთი თუ არა ამის ნახევარი დომინაცია მაინც და მერე კი ვიცით რა გუნდიც შენდება wink
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"