ბუსკეტსი, ალბა და გარსია ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს, პედრი - არა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სექტემბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მისი გუნდის განაცხადი დაასახელა.
"ფურია როხას" რიგებში "ბარსელონადან" სერხიო ბუსკეტსს, ჟორდი ალბასა და ერიკ გარსიას უხემს. როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის ნაკრებში არ გამოიძახეს პედრი, რომელიც, ამჟამად, ისვენებს და შვებულებაში იმყოფება.
ესპანეთის 24-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება: უნაი სიმონი, დე ხეა, რობერტ სანჩესი, ალბა, გაია, ასპილიკუეტა, ლიორენტე, ერიკ გარსია, ლაპორტი, ინიგო მარტინესი, ალბიოლი, ბუსკეტსი, როდრი, კოკე, მიკელ მერინო, სოლერი, ბრაის მენდესი, ფორნალსი, სარაბია, ფერან ტორესი, ტრაორე, მორატა, მორენო, აბელ რუისი.
ესპანეთის ნაკრები 3 შეხვედრას გამართავს. "ფურია როხა" 2 სექტემბერს შვედეთს დაუპირისპირდება, 5 სექტემბერს - საქართველოს, 8 სექტემბერს კი - კოსოვოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]