ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 26 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 აგვისტოს მოხდა.
თამაშები
26 აგვისტოს "ბარსელონამ" 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს, 1 ფრე დაასრულეს და 1 წააგეს.
1975 წელი
1972 წლის შემდეგ პირველად "კამპ ნოუზე" გამომცხადებლის ხმა კატალონიურ ენაზე გაისმა.
2006 წელი
მარკ ვან ბომელი "ბარსელონადან" "ბაიერნში" გადავიდა.
2007 წელი
ლა ლიგის პირველ ტურში "რასინგთან" სტუმრად ნათამაშებ მატჩში (0-0) "ბარსელონას" მაისურით ერიკ აბიდალის, იაია ტურესა და ტიერი ანრის ოფიციალური დებიუტი შედგა.
2011 წელი
უეფას სუპერ თასზე "ბარსელონამ" "პორტუ" 2-0 დაამარცხა. გოლები მესიმ და ფაბრეგასმა გაიტანეს.
2014 წელი
"ბარსელონამ" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრანსფერი განახორციელა და "სან პაულუდან" დუგლას პერეირა 4 მილიონ ევროდ შეიძინა.
2017 წელი
"ალავესთან" 2-0 მოგებულ შეხვედრაში ჟერარ პიკემ "ბარსელონას" მაისურით მე-400 თამაში ჩაატარა. ამავე მატჩში ლიონელ მესიმ ლა ლიგაში 350-ე გოლი გაიტანა, პაულინიომ "ბარსას" მაისურით პირველად ითამაშა, ხოლო ერნესტო ვალვერდესთვის ეს ლა ლიგაში გამართული 350-ე შეხვედრა იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]