ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 25 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 25 აგვისტოს მოხდა.
თამაშები
25 აგვისტოს "ბარსელონამ" 5 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს და 1 წააგეს.
1960 წელი
64 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი აგუსტი სანჩო.
1996 წელი
ესპანეთის სუპერ თასზე "ბარსელონა" ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებულ "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა და პირველი შეხვედრა 5-2 მოუგო. ოფიციალურ დებიუტშივე დუბლი გაიფორმა რონალდომ, ხოლო თითო გოლი ჯოვანიმ, დე ლა პენიამ და პიციმ გაიტანეს. ამ შეხვედრაში "ბარსას" მაისურით ასევე ლუის ენრიკეს, ვიტორ ბაიას, ჯოვანისა და პიცის ოფიციალური დებიუტი შედგა.
2006 წელი
ევროპის სუპერ თასზე ჩემპიონთა ლიგის მფლობელი "ბარსელონა" უეფას თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მფლობელ "სევილიასთან" 0-3 განადგურდა.
2017 წელი
"ბარსელონამ" "დორტმუნდიდან" უსმან დემბელე შეიძინა.
2018 წელი
"ვალიადოლიდთან" სტუმრად 1-0 მოგებულ შეხვედრაში ჟერარ პიკემ ლა ლიგაში მე-300 თამაში ჩაატარა. იმავე შეხვედრაში "ბარსას" მაისურით მალკომის ოფიციალური დებიუტი შედგა.
2019 წელი
"ბეტისთან" 5-2 მოგებულ შეხვედრაში ანტუან გრიზმანმა და კარლეს პერესმა "ბარსას" მაისურით პირველი გოლები გაიტანეს, ხოლო ანსუ ფატი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა 1940-იანი წლების შემდეგ. იმავე მატჩში "ბარსას" მაისურით ჟუნიორ ფირპოს ოფიციალურ დებიუტი შედგა.
2020 წელი
"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ხელმძღვანელობას ბიუროფაქსით აცნობა, რომ კლუბის დატოვება სურდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]